კვლევის შესახებ
პერსონალის ცხვირ-ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მტარებლობაზე ტარდება სამედიცინო პერსონალის პოტენციური ინფექციის წყაროდ ამოცნობის მიზნით, ჰოსპიტალური ინფექციების კლასტერის (outbreak) გამოძიებისა ან პრევენციული სკრინინგის ფარგლებში.
ეს კვლევა მიზნად ისახავს ძირითადი პათოგენური ბაქტერიების მტარებლობის გამოვლენას:
• Staphylococcus aureus (MRSA) - ყველაზე ხშირი სამიზნე; ცხვირი ძირითადი რეზერვუარია, გვხვდება სამედიცინო პერსონალის 25-30%-ში;
• Streptococcus pyogenes (A ჯგუფი) - ყელ-ხახის ინფექციების გამომწვევი, ოპერაციების დროს პაციენტზე გადაეცემა;
• ნოზოკომიური სპეციფიკური პათოგენები - სპეციფიკური კლასტერის (outbreak) გამოძიებისას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ჰოსპიტალური ინფექციების კლასტერის გამოძიება (outbreak investigation);
• ინფექციის კონტროლის სკრინინგ პროგრამა - ახლად დასაქმებული პერსონალი;
• ოპერაციამდე პერსონალის პრევენციული სკრინინგი (MRSA);
• ეპიდემიოლოგიური ეჭვი, რომ პერსონალი ინფექციის წყაროა;
• იმუნოდეფიციტური პაციენტების მოვლის განყოფილებებში მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - MRSA ან სხვა მიზნობრივი პათოგენების მტარებლობა ნიმუშში არ გამოვლინდა. პერსონალი ამ პათოგენების მტარებელი არ არის.
დადებითი შედეგი MRSA-ზე - MRSA-ს მტარებლობა გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ პერსონალი MRSA-ს მტარებელია.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• ნიმუში აღება ხდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ, სტერილური ნაცხის ჩხირის ორივე ნესტოდან.
• ხახის ნაცხი აღება ხდება მეორე ჩხირით, ნუშებიდან და ხახის უკანა კედლიდან.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი