პოლიომა ვირუსის BK/JC დნმ-ის აღმოჩენა

პოლიომა ვირუსის BK/JC დნმ-ის აღმოჩენა

ფასი: 300 ₾

კვლევის შესახებ

პოლიომა ვირუსი (Polyomavirus) არის მცირე ზომის, ორჯაჭვიანი დნმ-ის შემცველი ვირუსების ჯგუფი, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული ადამიანებში. მათგან ყველაზე ცნობილია BK ვირუსი (BKV) და JC ვირუსი (JCV). ინფექცია უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ორგანიზმში ლატენტურად ნარჩუნდება. კლინიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით მატულობს იმუნური სისტემის დაქვეითების პირობებში, როდესაც შესაძლებელია ვირუსის რეაქტივაცია და ორგანოთა დაზიანება.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი ჩივილების დროს:


  • ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ; • იმუნოსუპრესიული თერაპიის ფონზე;
  • თირკმლის ფუნქციის გაურკვეველი გაუარესება;
  • თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ მონიტორინგისთვის;
  • შარდში ცვლილებების (ჰემატურია, კრეატინინის მატება).

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი მიუთითებს:


  • ვირუსის გააქტიურებაზე ან აქტიურ რეპლიკაციაზე • აღმოჩენილია BK და/ან JC ვირუსის დნმ
  • BK ვირუსის აღმოჩენა - ნეფროპათიასთან თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს

ტესტის მეთოდოლოგია

პოლიომა ვირუსის BK/JC დნმ-ის გამოვლენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • სისხლი
  • შარდი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone