კვლევის შესახებ
პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის (CBP) დიაგნოსტიკისთვის.
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:
• Escherichia coli - ყველაზე ხშირი (70-80% შემთხვევაში);
• Klebsiella spp., Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa;
• Enterococcus faecalis (ყველაზე ხშირი გრამდადებითი).
ანტიბიოტიკოგრამა განსაზღვრავს ოპტიმალურ ანტიბიოტიკოთერაპიას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ქრონიკული მენჯის ტკივილი მამაკაცებში;
• განმეორებადი შარდ-სასქესო ინფექციები;
• ტკივილი ან დისკომფორტი შარდვის ან ეაკულაციის დროს;
• მამაკაცებში ნაყოფიერების შეფასება;
• მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი ბაქტერიული პროსტატიტის შემთხვევაში.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - პათოგენური ბაქტერიების ზრდა პროსტატის სეკრეტის ნიმუშში არ გამოვლინდა. გასათვალისწინებელია, რომ ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე კულტივირება შეიძლება ყალბ-უარყოფითი გახდეს.
დადებითი შედეგი - პროსტატის სეკრეტში გამოვლინდა ბაქტერია. ანტიბიოტიკოგრამის საფუძველზე ინიშნება ანტიბიოტიკი.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• ნიმუშის აღებამდე 3–4 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან;
• ნიმუშის აღებამდე 2 კვირით ადრე შეაჩერეთ ანტიბიოტიკების მიღება ექიმის ნებართვის საფუძველზე;
• ნიმუშის აღებამდე ჩაიტარეთ პირადი ჰიგიენა;
• ნიმუშის აღებამდე გამოაცარიელეთ შარდის ბუშტი.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი