სისხლის ბაქტერიოლოგია ანაერობულ მიკროფლორაზე

ფასი: 160 ₾

კვლევის შესახებ

სისხლის ანაერობული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება სისხლში ანაერობული ბაქტერიების (ბაქტერიემია) გამოსავლენად. ეს კვლევა ჩვეულებრივ აერობული სისხლის კულტივირების პარალელურად ტარდება.

ანაერობული ბაქტერიემიის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:

• Bacteroides fragilis ჯგუფი;

• Clostridium spp. (განსაკუთრებით C. perfringens);

• Fusobacterium spp.;

• Peptostreptococcus spp.;

• Cutibacterium (Propionibacterium) acnes.

ანაერობული ბაქტერიემიის ყველაზე გავრცელებული წყაროებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ყბა-სახის ინფექციები, ნეკროზული ქსოვილი, კანქვეშა ინფექციები და ნეიროქირურგიული ჩარევები. ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

• სეფსისი ან სეფტიური შოკი (ცხელება, ჰიპოთერმია, ჰიპოტენზია);

• ანაერობული ინფექციის სიმპტომები (ყრუ სუნი, ნეკროზი, გაზი ქსოვილებში);

• კუჭ-ნაწლავის ოპერაციების შემდეგ სეფსისი;

• ნეკროზული ფასციიტი ან ანაერობული ცელულიტი;

• აერობული სისხლის კულტურის უარყოფითი შედეგი სეფსისის კლინიკური სურათის ფონზე.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - ანაერობული ბაქტერიების ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა.

დადებითი შედეგი - სისხლში გამოვლინდა ანაერობული ბაქტერია. ეს შედეგი ექიმს ეხმარება ანტიბიოტიკოთერაპიის სწორედ წარმართვაში.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ;

• ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ.

ნიმუშის აღება - სისხლს იღებენ ტემპერატურის მატებისას, ორი სხვადასხვა ვენიდან (მაგ. მარჯვენა და მარცხენა ხელი) მინიმალური ინტერვალით (5-10 წთ-ში). მასალას იღებს კვალიფიციური მედ-პერსონალი. პროცედურის სწორად ჩატარება უდიდეს გავლენას ახდენს კვლევის შედეგზე.

მასალის ტიპი

სისხლი

კვლევის შესრულების დრო

5 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

• ნინო მაჭარაშვილი (სამედიცინო გუნდი) - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

• ნინო ღულათავა (სამედიცინო გუნდი) - სამედიცინო დირექტორი

• ლევან არჯევანიძე (მმართველი გუნდი) - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone