კვლევის შესახებ
სტერილური, მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტებიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება სტერილიზაციის პროცესის ეფექტურობის შესამოწმებლად. ეს კვლევა ჰოსპიტალური ინფექციების (ნოზოკომიური ინფექციები) პრევენციის ეპიდემიოლოგიური კონტროლის ნაწილია.
ნებისმიერი ბაქტერიის გამოვლენა ნიშნავს სტერილიზაციის წარუმატებლობას.
ყველაზე ხშირი საინდიკატორო ბაქტერიებია:
• Staphylococcus spp., Bacillus spp.;
• Clostridium spp., Mycobacterium spp. - სტერილიზაციისადმი მდგრადი ბაქტერიები.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• სტერილიზაციის რუტინული ხარისხის კონტროლი;
• ახალი სტერილიზაციის პროცესის ვალიდაცია;
• ჰოსპიტალური ინფექციების კლასტერის გამოვლენა - ინსტრუმენტული ინფექციაზე ეჭვი;
• სტერილიზაციის მოწყობილობის (ავტოკლავი, ETO) შემოწმება;
• სტერილური ინსტრუმენტების შენახვის პირობების შეფასება.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - ბაქტერიული ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა. ინსტრუმენტი სამედიცინო სტანდარტებს შეესაბამება, სტერილიზაცია წარმატებულია.
დადებითი შედეგი - ინსტრუმენტის ნიმუშში გამოვლინდა ბაქტერია. ეს მიანიშნებს სტერილიზაციის წარუმატებლობაზე. ასეთ ინსტრუმენტებს კლინიკური გამოყენება ეკრძალება ახალი, ეფექტური სტერილიზაციამდე.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ნიმუში (ინსტრუმენტის ზედაპირის ნაცხი ან ჩამონარეცხი სითხე) აღება ხდება სამედიცინო ან ლაბორატორიული სპეციალისტის მიერ, სტანდარტული ასეპტიკური პროტოკოლის მიხედვით. ნაცხი აიღება სტერილური ტამპონით ინსტრუმენტის ყველა ზედაპირიდან.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი