ტესტოსტერონი (TESTO) სისხლში

ტესტოსტერონი (TESTO) სისხლში

ფასი: 35 ₾

კვლევის შესახებ

ტესტოსტერონი (Testosterone) არის ჰორმონი, რომელსაც სასქესო ჯირკვლები (სათესლე ჯირკვლები ან საკვერცხეები) გამოიმუშავებენ. ტესტოსტერონის დონე გაცილებით მაღალია მამაკაცებში და მთავარ ანდროგენულ ჰორმონს წარმოადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი სინთეზირდება მამაკაცის სათესლის ლეიდიგის უჯრედებში ქოლესტეროლისგან მალუთეინიზირებელი ჰორმონის მოქმედების შედეგად, ხოლო მცირე ნაწილი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. მოცირკულირე ტესტოსტერონის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია სასქესო ჰორმონის შემაკავშირებელ გლობულინთან (SHBG) და ბიოლოგიურად არააქტიურია. შედარებით მცირე ნაწილი ცირკულირებს ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის (Free Testosterone) სახით, რომელიც წარმოადგენს ტესტოსტერონის აქტიურ ფორმას.

მამაკაცებში ტესტოსტერონი პასუხისმგებელია: ნაყოფის განვითარებაზე (მამაკაცის სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებაზე), მოზარდობის პერიოდში მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე, სქესობრივ ფუნქციაზე (ლიბიდო, ერექცია, სპერმატოგენეზი), ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე და სხვა.


ქალებში ტესტოსტერონი გაცილებით მცირე რაოდენობით იწარმოება საკვერცხესა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. ქალებში ტესტოსტერონს ფიზიოლოგიური ეფექტი არ აქვს, თუმცა მისი რაოდენობის მატება იწვევს ჰირსუტიზმს და ვირილიზაციას (კუნთოვანი მასის ზრდა, ხმის დაბოხება, კანის საფარველის თმიანობა და სხვას).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

მამაკაცები:


  • სქესობრივი ფუნქციის პრობლემები (ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია);
  • დაქვეითებული კუნთოვანი მასა, დაქვეითებული ძალა;
  • ოსტეოპოროზი, ძვლის ხშირი მოტეხილობები;
  • ქრონიკული დაღლილობა, დეპრესიული განწყობა;
  • უნაყოფობა;
  • სხეულის თმის ცვენა ან მეორადი სასქესო ნიშნების უკმარისობა;
  • ეჭვი ჰიპოგონადიზმზე - სათესლის დაავადებები, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის პათოლოგიები;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასება;
  • ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპიის დროს მონიტორინგისთვის.


ქალები:


  • ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა სახეზე, სხეულზე);
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • უნაყოფობა;
  • თმის ცვენა (ანდროგენული ალოპეცია);
  • აკნე და ცხიმიანი კანი, რომელიც არ რეაგირებს მკურნალობაზე;
  • პოლიკისტოზურ საკვერცის სინდრომი (PCOS);
  • თირკმლის ან საკვერცხის სიმსივნეები;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი;
  • ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია.

ინტერპრეტაცია

სისხლში ტესტოსტერონის მაჩვენებელი იმატებს:


  • იცენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი (ქალებში);
  • ტესტოსტერონის მაპროდუცირებელი სიმსივნეები (კაცებში);
  • ვირილიზაციით მიმდინარე საკვერცხის სიმსივნეები;
  • ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
  • ანაბოლური სტეროიდებით თერაპია;
  • პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS).


სისხლში ტესტოსტერონის მაჩვენებელი იკლებს:


  • ტესტოსტერონის რაოდენობა იკლებს 30 წლის ასაკის შემდეგ;
  • ჰიპოგონადიზმი - სათესლეების ფუნქციის დაქვეითება;
  • ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის პათოლოგიები;
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
  • შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი - სტატინები, გლუკოკორტიკოიდები, ოპიოიდები, ანტიდეპრესანტები;
  • სტრესი და უძილობა (კორტიზოლის მაღალი დონე თრგუნავს ტესტოსტერონს)
  • ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამბაქოს მოხმარება.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • არ გჭირდებათ სპეციფიკური მომზადება
  • ქალებში აუცილებელია კვლევა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის 3-5 დღეს

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone