კვლევის შესახებ
რევმატოიდული ფაქტორები (RF) აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფია, რომლებიც დაკავშირებულია რევმატოიდული ართრიტის (RA) დიაგნოზთან, მაგრამ ასევე გვხვდება სხვა ანთებითი რევმატული და არარევმატული მდგომარეობების დროს. რევმატოიდული ფაქტორი IgG, IgM, IgA კლასის ავტოანტისხეულებია, რომელიც წარმოიქმნება აგრეგირებული მოდიფიცირებული IgG-ს სტიმულაციის ან იმუნორეგულაციის დარღვევის დროს ჯვარედინად მოქმედი ეგზოგენური ანტიგენის ზემოქმედების შედეგად. კომპლექსი IgG+RF არ ფაგოციტირდება, გადადის პერივასკულურ სივრცეში, ასტიმულირებს უჯრედულ ციტოტოქსიკურ რეაქციებს, რასაც მივყავართ ანთებითი პროცესის დაწყებამდე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- შარდვის პროცესის ცვლილება;
- შარდის მოცულობის შემცირება;
- დეჰიდრატაციის ნიშნები;
- ჰიპერტენზია;
- შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
- ნეფროტოქსიკური მედიკამენტების მიღება;
- მეტაბოლური და ჰორმონალური დარღვევები;
- ცილოვანი საკვებით დატვირთვა.
ინტერპრეტაცია
რევმატოიდული ფაქტორის მომატება აღინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
რევმატოიდული ართრიტი;რევმატიზმი;ინფექციური მონონუკლეოზი;მწვავე ანთებითი პროცესები;სისტემური წითელი მგლურა;ტონზილიტი;ტუბერკულოზი;სიფილისი;ბაქტერიული ენდოკარდიტი;ვირუსული ინფექციები;ფილტვის დაავადებები (სარკოიდოზი, ინტერსტიციული ფიბროზი);ღვიძლის პათოლოგიები (ციროზი, ჰეპატიტები);ონკოლოგიური დაავადებები (ლეიკემია, ლიმფომა, მსხვილი ნაწლავის კიბო);ავტოიმუნური დაავადებები;ასაკობრივი ცვლილებები.რევმატოიდული ფაქტორის ნორმული ან უარყოფითი მაჩვენებელი არ გამორიცხავს რევმატოიდული ართრიტის არსებობას განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC + ESR);
- შარდის საერთო ანალიზი;
- კრეატინინი (Creatinine), სისხლში;
- კრეატინინის კლირენსი;
- შარდმჟავა (Uric Acid), სისხლში;
- ელექტროლიტები, სისხლში (Na, K, Cl, Ca);
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, საერთო და პირდაპირი ბილირუბინი);
- გლუკოზა (GLUC), პლაზმაში;
- ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);
- საერთო ცილა (Total Protein), შრატში;
- ალბუმინი (ALB), შრატში.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
არ საჭიროებს სპეციფიურ მომზადებას.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველი
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
- medscape.com
- uptodate.com
- clevelandclinic.org
- mayoclinic.org
- ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
- ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
- ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი