ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო NGS პანელი (მოიცავს 54 გენის, MSI და TMB შეფასებას), UMC Utrecht

ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო NGS პანელი (მოიცავს 54 გენის, MSI და TMB შეფასებას), UMC Utrecht

ფასი: 5780 ₾

კვლევის შესახებ

კვლევისთვის მასალა იგზავნება ქალაქ უტრეხტის სამედიცინო აკადემიური ცენტრის UMC Utrecht-ის პათოლოგიურ დეპარტამენტში. University Medical Center Utrecht-ის პათოლოგიური დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური დაწესებულებაა მთელს ევროპაში, რომელიც საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს ინოვაციური ციფრული პათოლოგიის ერთ-ერთ ფლანგს. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პათოლოგანატომთა მრავალპროფილიანი გუნდით. დიაგნოსტიკის პროცესში გამოიყენება თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინებში მოცემული რეკომენდაციები და მოლეკულური დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები, რაც რთული და იშვიათი შემთხვევების დიაგნოსტიკის მაღალ სტანდარტს განაპირობებს.

კვლევის მეთოდია - TSO 500, რომელიც წარმოადგენს Illumina-ს მიერ შემუშავებული ახალი თაობის სეკვენირების (NGS) ანალიზს, რაც ონკოლოგიური კვლევის მიზნებისათვის გამოიყენება. ანალიზი იძლევა ყოვლისმომცველ გენომურ პროფილირებას (CGP) ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინში ჩაყალიბებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილის ნიმუშებიდან.

მოლეკულური პანელი მოიცავს 54 გენის შეფასებას: AKT1, AKT2, ALK, APC, AR, ARAF, BRAF, BRCA1, BRCA2, CCND1, CDK4, CDK6, CDKN2A, CTNNB1, EGFR, ERBB2, ERBB3, ERBB4, ESR1, FBXW7, FGFR1, FGFR2, FGFR3, HRAS, IGF1R, KEAP1, KIT, KRAS, MAP2K1, MAP2K2, MAP2K4, MDM2, MET, MYD88, NF1, NFE2L2, NOTCH1, NRAS, NTRK1, NTRK2, NTRK3, PDGFRA, PIK3CA, POLD1, POLE, PTEN, RB1, RAF1, RET, RNF43, ROS1, SMAD4, STK11, TP53.

მოლეკულური პანელი ასევე მოიცავს MSI and tumor mutational burden-ს შეფასებას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

• ლოკალური ან მეტასტატური დაავადება ძუძუს კიბოს დროს;

• სამიზნე თერაპიის განსაზღვრისთვის (HER2, PIK3CA, BRCA1/2);

• იმუნოთერაპიის პროგნოზისთვის (TMB, MSI);

ინტერპრეტაცია

ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო NGS პანელი საშუალებას იძლევა შეფასდეს ძუძუს კიბოს გენომური მუტაციური პროფილი, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა დაავადების პროგნოზსა და სამიზნე თერაპიის შერჩევისთვის. ფასდება ისეთი აქტუალური მუტაციები როგორიცაა მაგ. BRCA1/2, TP53, PIK3CA ასევე ნაკლებად გავრცელებული გენური ალტერაციები, რომლებიც გამოიყენება სამიზნე თერაპიის შერჩევისთვის. მიკროსატელიტური არასტაბილურობა (MSI) და სიმსივნის მუტაციური ტვირთი (TMB) მნიშვნელოვანია იმუნოთერაპიის ეფექტურობის პროგნოზირებისთვის. მიღებული შედეგები გამოიყენება როგორც მკურნალობის ტაქტიკის, ისე პროგნოზის განსასაზღვრად.

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

აუცილებელია იმუნოჰისტოქიმიური კვლევები (ER, PR, HER2, Ki-67), HER2 სტატუსის დასადასტურებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნას FISH. ასევე შესაძლებელია PCR ან NGS კვლევები გენეტიკური მუტაციების (მაგ. BRCA1/2) დასადგენად, მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ახალი თაობის სექვენირების (Next Generation Sequencing – NGS) მეთოდი

მასალის ტიპი

პარაფინის ბლოკი, ფორმალინში ფიქსირებული ქსოვილი ან ორგანო

კვლევის შესრულების დრო

28 დღე

ქვეყანა

ჰოლანდია

ავტორი და წყარო

• თეა ნათელაური - ონკოლოგი, ონკო-გენეტიკოსი;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

კვლევები საზღვარგარეთ
Phone