ჰემატოპათოლოგიური პროცესების იმუნოჰისტოქიმიური დიაგნოსტიკა

ჰემატოპათოლოგიური პროცესების იმუნოჰისტოქიმიური დიაგნოსტიკა

ფასი: 550 ₾

კვლევის შესახებ

ჰემატოპათოლოგიური პროცესების იმუნოჰისტოქიმიური კვლევა - გულისხმობს ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძის, მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსის) და სხვა არაჰემატოპოეზური სისტემის ორგანოებსა და ქსოვილებში არსებული ონკოჰემატოლოგიურ დაავადებებზე საეჭვო პროცესების დიფერენცირების, დადასტურების დიაგნოსტიკურ მეთოდს სპეციფიკური ანტისხეულთა პანელის გამოყენებით.


იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ძირითადი გამოყენების სფეროებია:

• დიაგნოსტიკა და დიაგნოზის დაზუსტება;

• სიმსივნეების ტიპის, წარმოშობისა და დიფერენცირების ხარისხის განსაზღვრა;

• პროგნოზული მარკერების შეფასება;

• მკურნალობის ტაქტიკისა და თერაპიული მიდგომის შერჩევა.


გასათვალისწინებელია, რომ იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ხარისხსა და სიზუსტეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: პრეანალიტიკური ფაქტორები ქსოვილის ფიქსაცია - ყველაზე კრიტიკული ეტაპია. ფორმალინში ფიქსაციის დაწყების დროულობა, ხანგრძლივობა და ტემპერატურა პირდაპირ მოქმედებს ანტიგენის სტრუქტურის შენარჩუნებაზე. არასწორი ფიქსაცია იწვევს ანტიგენის დეგრადაციას და შეიძლება მთლიანად არასარწმუნოდ აქციოს კვლევის შედეგი. ანტისხეულის ხარისხი გამოყენებული პირველადი ანტისხეულის სპეციფიკურობა და სენსიტიურობა გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია სწორი კლონის არჩევა, ვადისა და შენახვის პირობების კონტროლი. ანტიგენის აღდგენა ფიქსაციის დროს ანტიგენი ნაწილობრივ იფარება, მისი „გახსნა" ხდება სითბური ან ფერმენტული დამუშავებით. ამ ეტაპის სწორად შესრულება პირდაპირ მოქმედებს სიგნალის ინტენსივობაზე. ლაბორატორიული სტანდარტიზაცია პროტოკოლების მკაცრი დაცვა, საკონტროლო ნიმუშების გამოყენება (პოზიტიური და ნეგატიური კონტროლი) და ავტომატიზებული პლატფორმები მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანური შეცდომის ფაქტორს. ინტერპრეტაცია - პათოლოგანატომის კვალიფიკაცია და გამოცდილება - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული შემთხვევებისთვის, სადაც გამოსახულების კომპლექსური შეფასებაა საჭირო. კლინიკური კონტექსტი - კვლევის შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს მორფოლოგიურ სურათთან და კლინიკურ მონაცემებთან ერთობლიობაში. იზოლირებულად იმუნოჰისტოქიმიურმა მონაცემებმა ზოგჯერ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს შემფასებელი.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• როდესაც პათოლოგიური პროცესის ზუსტი დიაგნოსტიკა კლასიკური ჰისტოპათოლოგიური მეთოდებით შეუძლებელია;

• როდესაც საქმე გვაქვს ისეთ პათოლოგიურ პროცესთან, რომლის მკურნალობის დასაგეგმად არსებობს და აპრობირებულია იმუნოჰისტოქიმიური მარკერების შესწავლა. კვლევის აუცილებლობას განსაზღვრავს პათოლოგანატომი ან კლინიკური ონკოჰემატოლოგი, პაციენტის ძირითადი დიაგნოზის, ანამნეზისა და სხვა მნიშვნელოვანი კლინიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

ინტერპრეტაცია

იმუნოჰისტოქიმიური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია მრავალფაქტორული პროცესია და მოითხოვს სხვადასხვა პარამეტრის ერთობლივ შეფასებას. შეფასება ეფუძნება მარკერის ექსპრესიის ლოკალიზაციას (ბირთვული, ციტოპლაზმური ან მემბრანული), ინტენსივობას, გავრცელებას და პოზიტიური უჯრედების პროცენტულ მაჩვენებელს. აღნიშნული მონაცემები აუცილებლად უნდა განიხილებოდეს მორფოლოგიურ სურათთან, კლინიკურ მონაცემებთან, პაციენტის ანამნეზთან და სხვა ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული კვლევების შედეგებთან კორელაციაში. მხოლოდ კომპლექსური ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი მიღებული შედეგების სწორი დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობის განსაზღვრა. გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისათვის ნიმუშად გამოიყენება ფორმალინში დაფიქსირებული, პარაფინში ჩაყალიბებული სიმსივნური ქსოვილი, რომელიც აღებულია ბიოფსიის ან ოპერაციული ჩარევის გზით.

ტესტის მეთოდოლოგია

იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი

მასალის ტიპი

ქსოვილოვანი პრეპარატი სასაგნე მინაზე / ან პარაფინის ბლოკში (ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძი, თიმუსი, ელენთა)

კვლევის შესრულების დრო

10 სამუშაო დღე

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

თამარ ღუჭაშვილი - ჰემატოპათოლოგიის სამსახურის უფროსი, პათოლოგანატომი;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოჰისტოქიმია
Phone