ინფოთეკა

მეგალაბი ქიდსი: პოზიტიური ადაპტაციის ერთი საათი
საქართველოში პირველად, მეგალაბი ქიდსი საქართველოში სპეციალურად ბავშვებისთვის პოზიტიური ადაპტაციის სერვისს ნერგავს:
პირველად საქართველოში, იმ პატარებს, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ლაბორატორიული მომსახურება ან აქვთ წარუმატებელი ვიზიტებისაგან დარჩენილი შიში, მეგალაბი ქიდსი სთავაზობთ ახალ სერვისს,- „პოზიტიური ადაპტაციის 1 საათი“
ვიზიტის მიზანი არა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, არამედ ბავშვებისათვის ლაბორატორიაში პოზიტიური გამოცდილების შექმნაა
ვინაიდან ჩვენ გვესმის, თუ რა შფოთვა და შიშს იწვევს სამედიცინო დაწესებულებებო ბავშვებში, მეგალაბი ქიდსმა შეიმუშავა უნიკალური მიდგომა, რათა მათი პირველი შეხვედრა ლაბორატორიულ სერვისებთან პოზიტიურად აქციოს. ამ ინოვაციური სერვისის უპირველესი მიზანია არა რაიმე სამედიცინო პროცედურების ჩატარება, არამედ უზრუნველყოს ბავშვებისთვის მხიარული და კომფორტული გამოცდილება ლაბორატორიულ გარემოში.
ახალი სერვისი მიზნად ისახავს ნდობის ჩამოყალიბებას და შფოთვის შემცირებას, რაც მომავალში სამედიცინო ვიზიტებს ნაკლებად სტრესულს გახდის. ლაბორატორიული სერვისების სტრესისაგან თავისუფლად გაცნობით პროგრამა ეხმარება ბავშვებს პოზიტიური ასოციაციის განვითარებაში ჯანდაცვის პროვაიდერებთან და გარემოსთან.
ერთსაათიანი სესიის განმავლობაში ბავშვები მეგობრულად და ჩართულობით გაეცნობიან ლაბორატორიულ გარემოს. ბავშვთა ქცევის სპეციალისტები და მეგალაბი ქიდსის გუნდი გაუძღვებიან მათ სხვადასხვა აქტივობებში, რათა ბავშვები გაეცნონ ლაბორატორიულ აღჭურვილობას,პროცესებსა და პროცედურებს არასაფრთხის შემცველი გზით. თამაშების, თხრობის და ინტერაქტიული დემონსტრაციების საშუალებით ბავშვები ლაბორატორიას შეისწავლიან როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი გზით.
სერვისის მიღება სრულიად უფასოა და რეგისტრაცია შესაძლებელია ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით: *1111 ან 0322051111. ჯგუფში დასწრების რაოდენობაა 8-10 ბავშვი. ასაკი: 2 დან 8 წლამდე.