ინფოთეკა

Blog Item cover
NEWS

„მეგალაბი“ Medlab Middle East 2025-ზე – ახალი შესაძლებლობებისკენ!

„მეგალაბის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Medlab Middle East 2025 გამოფენაზე, რომელიც დუბაიში გაიმართა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამედიცინო ლაბორატორიული სექტორისთვის.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უახლესი ტექნოლოგიები, ინოვაციური ლაბორატორიული აღჭურვილობა და დიაგნოსტიკური მიდგომები. „მეგალაბის“ გუნდის წევრებმა აქტიური შეხვედრები გამართეს საერთაშორისო პარტნიორებთან, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და გაეცნენ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს.


Medlab Middle East 2025 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „მეგალაბისთვის“ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად და თანამედროვე ლაბორატორიული სერვისების განვითარებისკენ.

Phone