ინფოთეკა

მეგალაბმა, როგორც საგანმანათლებლო ცენტრმა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
მეგალაბმა, პირველმა მულტიპროფილურმა ლაბორატორიამ საქართველოში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყონ სამედიცინო განათლებას, პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის მიღება-გაღრმავებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას
უფრო დეტალურად, უნივერსიტეტსა და ლაბორატორიას შორის თანამშრომლობა გულისხმობს:
· ერთობლივი კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის, სადოქტორო-კვლევითი მიზნებისა და სამაგისტრო ნაშრომისთვის
· უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში პრაქტიკული ცოდნის შეძენასა და პროფესიულ განათლებაში ხელშეწყობას
· ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო კურსებისა და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას
· პროფესიულ და უფრო ფართო საზოგადოებასთან კვლევითი კომუნიკაციის განვითარებაზე გამიზნული ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვას, მომზადებასა და ჩატარებას
· ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო ერთობლივ მუშაობას
მეგალაბი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა. მეგალაბი გახდა პირველი სამედიცინო ლაბორატორია ამიერკავკასიაში, რომელმაც 2022 წელს მიიღო JCI აკრედიტაცია
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას კი, რასაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ფარგლებში მეგალაბი ახორციელებს, ახალგაზრდა თაობისა და პროფესიონალი კადრების ზრდაა, რისთვისაც დანერგილია:
· რეზიდენტურის პროგრამა როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პათოლოგიაში
- ბიზნესქოუჩინგისა და ლიდერშიპის პროგრამა თანამშრომლებისთვის
- დოქტორანტურის დაცვის ნაწილი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან
- და სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებასთან კოლაბორაცია
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (2011 წლამდე უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“) დაარსდა და ფუნქციონირებს 1992/1993 სასწავლო წლიდან. მისი დაარსების იდეა უკავშირდება საზოგადოდ განათლების, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების და კვლევაში საერთაშორისო თანამშრომლობის იდეას. დღიდან დაარსებისა უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარებაში; აღნიშნულის დამადასტურებელი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. „აიეტელებს“ (როგორც ისინი თავის თავს ეძახიან) გამოარჩევთ ორი ძირითადი ნიშნით: გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობით, აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერებით.
უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს აკადემიური მედიცინისთვის ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციების და ასოციაციების მუშაობაში, როგორიცაა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (AMSE), ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE), სამედიცინო შემფასებელთა ევროპული საბჭო (EBMA), ევროპულ სისტემაში ბიომედიცინასა და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაცია (ORPHEUS), ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA) და სადოქტორო განათლებაში ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის საბჭო (EUA-CDE).
უნივერსიტეტს განვითარებისა და საზოგადოების სამსახურში შეტანილი წვლილის გაზრდისთვის გააჩნია ორიენტირებული სტრატეგიული გეგმები. მათი რეალიზაციის ნაწილი დაგეგმილია ანალოგიური ღირებულებების ინსტიტუციასთან, „მეგალაბთან“ ურთიერთთანამშრომლობით.