ინფოთეკა

Blog Item cover
NEWS

მეგალაბს სსტ ისო 15189:2022/2023-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე განსაზღვრული სფეროს ფარგლებში აკრედიტაცია მიენიჭა

2024 წლის 11 ივლისს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ - აკრედიტაციის ცენტრმა“ მეგალაბს აკრედიტაციის მოწმობა მიანიჭა

ეს მოწმობა ადასტურებს, რომ მეგალაბი აკრედიტებულია სსტ ისო 15189:2022/2023-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე განსაზღვრული სფეროს ფარგლებში

ISO 15189:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ლაბორატორიული მედიცინის ხარისხისა და კომპეტენციის ასამაღლებლად შეიქმნა

ეს აკრედიტაცია ადასტურებს, რომ მეგალაბში დანერგილია ყველაზე მაღალი საერთაშორისო ლაბორატორიული სტანდარტები, რაც გულისხმობს:

მაღალ ხარისხს: ყველა კვლევა სრულდება ზუსტად და სანდოდ

კვალიფიციურ პერსონალს: ჩვენი თანამშრომლები არიან მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პროფესიონალები

გამართულ აღჭურვილობას: ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე აღჭურვილობას და ინოვაციურ მეთოდებს

უმაღლესი მომსახურების სერვისს: მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

ეს აღიარება ადასტურებს ჩვენი გუნდის დაუღალავ შრომას და მიზანდასახულობას უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიული მომსახურება

დიდი მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელსა და პარტნიორს მხარდაჭერისთვის. ერთად ჩვენ ვწერთ მეგალაბის წარმატების ახალ თავს!

აკრედიტაციის მოწმობა: https://gac.gov.ge/d65d23d32232.pdf

აკრედიტაციის სფერო: https://gac.gov.ge/12dc6c7daf27.pdf

ყველაფერს თავისი პასუხი აქვს, გაიგე მეგალაბში

Phone