ინფოთეკა

Blog Item cover
NEWS

ნინო მურადაშვილი

📢 მეგალაბის გუნდს ჰემატოლოგიის, ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის განყოფილების უფროსის პოზიციაზე ნინო მურადაშვილი შემოუერთდა

🔷 ნინოს 25-წლიანი გამოცდილება აქვს ლაბორატორიულ მედიცინაში და წარმატებით უმუშავია სხვადასხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის: ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი, კარდიოლოგიური კლინიკა “ღია გული” და მედისონ ჰოლდინგი, სადაც ის კლინიკების დირექტორის პოზიციას იკავებდა.

🔷 ნინომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა, გაიარა კლინიკური რეზიდენტურა კრიტიკულ მედიცინაში და პოსტ-დოქტორანტურა ნეირომეცნიერების მიმართულებით ლუისვილის უნივერსიტეტში (აშშ). ამერიკაში მოღვაწეობის პერიოდში იგი აქტიურად მუშაობდა თავის ტვინის ტრავმებსა და მეხსიერების დეფიციტზე.

🔷 ნინო 10-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, ავტორობით წარდგენილი აქვს 50-ზე მეტი რეცენზირებული პუბლიკაცია და სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მიღებული აქვს კვლევითი გრანტები, მათ შორის ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) და ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) დაფინანსებით

Phone