ინფოთეკა

Blog Item cover
NEWS

სიახლე მეგალაბის გუნდში

ქეთევანს მინიჭებული აქვს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის უფროსი მედიკოსის სტატუსი, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული. იგი ასევე ფლობს ქიმიური ინჟინერიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს.


ქეთევანის პროფესიული გამოცდილება 16 წელზე მეტს ითვლის, მათ შორის 10 წელი ისრაელში, სადაც იგი თანამშრომლობდა ისეთ წამყვან საერთაშორისო დაწესებულებებთან, როგორებიცაა: Aminolab, American Medical Center, Assuta Ashdod Medical Center და ბოლოს Wolfson Medical Center, სადაც იგი უფროსი მიკრობიოლოგის პოზიციას იკავებდა.


ჩვენ გვჯერა, რომ მისი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეგალაბის ბაქტერიოლოგიის მიმართულების განვითარებაში.

Phone