კვლევის შესახებ
D-დიმერი არის ცილის ფრაგმენტი, რომელიც წარმოიქმნება სისხლში თრომბის დაშლის პროცესის შედეგად. იგი წარმოადგენს ფიბრინოგენის დეგრადაციის საბოლოო პროდუქტს. მისი განსაზღვრა გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე თრომბოზული პროცესების გამოვლენისა და რისკის შესაფასებლად. D-დიმერის კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ლაბორატორიულ მარკერს სისხლის შედედებისა და ფიბრინოლიზის სისტემის აქტივობის შესაფასებლად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• ღრმა ვენების თრომბოზის ეჭვის მიტანისას (ფეხის ტკივილი, შეშუპება);
• ფილტვის ემბოლიის სიმპტომების არსებობისას (ქოშინი, გულმკერდის ტკივილი);
• უეცარი სუნთქვის გაძნელების დროს;
• ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ;
• ორსულობის დროს (ექიმის რეკომენდაციით);
• კოაგულაციური მდგომარეობების მონიტორინგისთვის.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.