ცხოვრება რევმატიზმის გარეშე

კვლევის შესახებ

Information icon

ANA (Antinuclear Antibodies) - ანტისხეულები უჯრედის ბირთვის ანტიგენების მიმართ - წარმოადგენს აუტოანტისხეულების ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომლებიც მიმართულია უჯრედის ბირთვში მდებარე სხვადასხვა კომპონენტების (დნმ, ჰისტონები, ნუკლეარული პროტეინები, რიბონუკლეოპროტეინები) მიმართ.


ANA-ის გამოვლენა სისხლში არის ავტოიმუნური რევმატული დაავადებების (განსაკუთრებით სისტემური წითელი მგლურის) ძირითადი სკრინინგული ტესტი. სტანდარტული მეთოდი არის არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია (IIF) HEp-2 უჯრედებზე, რომელიც განსაზღვრავს როგორც ტიტრს, ისე - ანტისხეულების დამახასიათებელი ფლუორესცენციული სურათი (ჰომოგენური, წერტილოვანი, ნუკლეოლარული, ცენტრომერული, ციტოპლაზმური და ა.შ.), რომელიც განსაზღვრავს დაავადების სავარაუდო ხასიათს.


ANA მაღალი მგრძნობელობის ტესტია - სისტემური წითელი მგლურის (SLE) მქონე პაციენტების 95-100%-ში ის დადებითია. თუმცა, ANA დაბალი სპეციფიკურობით გამოირჩევა - დადებითი შედეგი შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ადამიანებშიც (განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში), სხვა ავტოიმუნური დაავადებებისა და ინფექციების დროს. ამიტომ დადებითი ANA ტესტი ყოველთვის მოითხოვს დამატებით, უფრო სპეციფიკურ ანტისხეულების ტესტირებას (ANA პანელი - Anti-dsDNA, Anti-Sm, Anti-SSA/Ro, Anti-SSB/La, Anti-Scl-70, Anti-Jo-1 და ა.შ.) დიაგნოზის დასაზუსტებლად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

Information icon

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• სახსრების ტკივილი, შეშუპება, დილის შებოჭილობა;

• კანის გამონაყარი, განსაკუთრებით სახეზე ("პეპლისებრი" ერითემა);

• ფოტოსენსიტიურობა;

• პირის ღრუს ან ცხვირ-ხახის ულცერაცია;

• უცნობი ეტიოლოგიის ცხელება;

• ქრონიკული დაღლილობა, ზოგადი სისუსტე;

• უმიზეზო თმის ცვენა (ალოპეცია);

• რეინოს ფენომენი (თითების ფერის ცვლილება სიცივეზე);

• მშრალი ლორწოვანები (მშრალი პირი, მშრალი თვალი - სიჯოგრენის სინდრომის ეჭვის შემთხვევაში);

• მიოზიტი, კუნთების სისუსტე;

• სეროზიტის ნიშნები (პლევრიტი, პერიკარდიტი);

• სისტემური წითელი მგლურის (SLE), სიჯოგრენის სინდრომის, სისტემური სკლეროდერმის, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადების, დერმატომიოზიტის, ავტოიმუნური ჰეპატიტის ეჭვი;

• ავტოიმუნური დაავადებების ოჯახური ანამნეზი;

• ნეფრიტი, პროტეინურია, ჰემატურია გაურკვეველი მიზეზით;

• ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია გაურკვეველი მიზეზით.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

Information icon

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

კვლევის მეთოდოლოგია

Information icon
ETI-MAX (DIaSorin, Italy) - სრულად ავტომატური ELISA მეთოდი

კვლევის შესრულების დრო

Information icon
2 დღე
Phone