კვლევის შესახებ
Ascaris lumbricoides არის ადამიანის ნაწლავში პარაზიტირებადი მრგვალი ჭია (ნემატოდა), რომელიც ასკარიდოზის გამომწვევია. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰელმინთური ინფექცია - დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ინფიცირებულია, განსაკუთრებით ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონების მოსახლეობა.
ინფიცირება ხდება უმთავრესად ფეკალურ-ორალური გზით - ასკარიდის კვერცხებით დაბინძურებული წყლის ან საკვების (განსაკუთრებით ახლად გათხრილი ბოსტნეულისა და ხილის) მეშვეობით. გადაყლაპული კვერცხებიდან ნაწლავში მატლები ვითარდება, რომლებიც ნაწლავის კედლიდან გადიან სისხლში, აღწევენ ფილტვებში (სადაც იზრდებიან), შემდეგ ამოდიან სასუნთქ გზებში, ისევ ყლაპავენ და ბრუნდება ნაწლავში, სადაც მოზრდილი ჭიებად ვითარდებიან.
Ascaris-ის IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში გამოიყენება ინფექციის დიაგნოსტიკის დამხმარე მეთოდად. სეროლოგიური ტესტი განსაკუთრებით სასარგებლოა ფილტვის (ლევიფლერის სინდრომი) ფაზის გამოვლენისას, როდესაც მატლები ფილტვისკენ მიგრირებენ - ამ ფაზაში განავალში კვერცხები ჯერ არ გამოიყოფა და პარაზიტის ტრადიციული მიკროსკოპული გამოვლენა შეუძლებელია.
IgG ანტისხეულები სისხლში ჩნდება ინფიცირების რამდენიმე კვირის შემდეგ და შესაძლოა დადებითი დარჩეს თვეების განმავლობაში ანტიჰელმინთური მკურნალობის შემდეგაც.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ეოზინოფილია სისხლში გაურკვეველი ეტიოლოგიით;
• მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა, ღებინება;
• მადის დაკარგვა, წონის დაქვეითება (განსაკუთრებით ბავშვებში);
• ბავშვის ზრდის შეფერხება;
• ხანგრძლივი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ხველა, ქოშინი, ბრონქოსპაზმი;
• ლევიფლერის სინდრომის ეჭვი (მიგრაციული ფილტვის ინფილტრატები ეოზინოფილიით);
• ალერგიული რეაქციები, კანის გამონაყარი;
• ნაწლავის ობსტრუქცია გაურკვეველი ეტიოლოგიით;
• ენდემურ ზონებში ყოფნა ან ასკარიდოზის გავრცელებული რეგიონიდან მიგრაცია;
• უარყოფითი კოპროლოგიური გამოკვლევა კლინიკური ეჭვის ფონზე.
ინტერპრეტაცია
კვლევის შედეგი შეიძლება იყოს:
• დადებითი (Positive) - მიუთითებს ამჟამინდელ ან ახლო წარსულში გადატანილ Ascaris lumbricoides-ით ინფიცირებაზე. ფილტვის (მიგრაციული) ფაზის დროს IgG ანტისხეულები შესაძლოა ერთადერთი მარკერი იყოს, რადგან ამ ფაზაში განავალში ჭიის კვერცხები ჯერ არ გამოიყოფა;
• უარყოფითი (Negative) - ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ადრეულ ეტაპზე (სეროლოგიური ფანჯარა) ცრუ უარყოფითი შედეგი შესაძლებელია;
• საეჭვო (Borderline / Equivocal) - რეკომენდებულია კვლევის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ ანტისხეულების დადებითი ტიტრი შესაძლოა დარჩეს თვეების განმავლობაში მკურნალობის შემდეგაც, ამიტომ IgG-ის დადებითი შედეგი არ ნიშნავს ყოველთვის აქტიურ ინფექციას.
ასევე, შესაძლებელია ჯვარედინი რეაქცია სხვა ნემატოდების მიმართ. აქტიური ინფექციის დასადასტურებლად აუცილებელია კოპროლოგიური გამოკვლევა (განავალში კვერცხების გამოვლენა).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• განავლის ანალიზი პარაზიტების გამოვლენაზე (კოპროლოგია, პროსტოპარაზიტოლოგია);
• ტოქსოკარას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxocara IgG);
• ექინოკოკის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Echinococcus granulosus IgG);
• Strongyloides IgG ანტისხეულები, სისხლში;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - About Ascariasis (Soil-Transmitted Helminths)
• mayoclinic.org - Ascariasis - Diagnosis & treatment
• ncbi.nlm.nih.gov - Ascariasis (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.