კვლევის შესახებ
გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c) არის ადამიანის ჰემოგლობინის (Hb) მცირე კომპონენტი, რომელიც წარმოიქმნება არაფერმენტულად, გლუკოზის კონდენსაციით ჰემოგლობინ A-ს ბეტა-ჯაჭვებთან.
გლიკირებული (გლიკოზირებული) ჰემოგლობინის (HbA1c) დონე ასახავს გლუკოზის საშუალო კონცენტრაციას წინა პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 8-12 კვირა, ინდივიდიდან გამომდინარე) და გაცილებით უკეთეს მაჩვენებელს იძლევა გლიკემიური კონტროლის ხანგრძლივი პერიოდის შესახებ, ვიდრე სისხლსა და შარდში გლუკოზის განსაზღვრა. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვთ, 2-3-ჯერ მეტი HbA1c აღენიშნებათ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს.
HbA1c-ის გაზომვას დღეს ფართოდ იყენებენ როგორც დიაბეტის სკრინინგის დროს, ასევე შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სისხლში გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლის მიზნით. გლიკირებული ჰემოგლობინი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ შაქრიანი დიაბეტის კომპენსირების ხარისხი ბოლო 3 თვის განმავლობაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• დიაბეტის სკრინინგისა და დიაგნოსტირებისას;
• დიაბეტის მკურნალობის მონიტორინგის დროს;
• დიაბეტის გართულებების განვითარების რისკის შეფასებისას.
ინტერპრეტაცია
HbA1c - გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი იმატებს:
• ახლად დიაგნოზირებული ან ცუდად მართვადი შაქრიანი დიაბეტისას;
• ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ჰიპერგლიკემიის არსებობისას;
• რკინის, ვიტამინი B12-ის, ფოლიუმის მჟავის (Folate) დეფიციტის დროს;
• სპლენექტომიის დროს.
HbA1c - გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი იკლებს:
• ჰიპოგლიკემიისას;
• მწვავე და ქრონიკული სისხლდენის დროს;
• თირკმლის უკმარისობისას;
• ანემიის დროს;
• ჰემოლიზური ანემიისას;
• სფეროციტოზისა და ჰიპერსპლენიზმის დროს;
• ორსულობისას;
• გარკვეული მედიკამენტების მიღების დროს;
• სისხლის გადასხმისას.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Hemoglobin A1C (HbA1c) Test
• mayocliniclabs.com - Hemoglobin A1c, Blood
• testing.com - Hemoglobin A1c Test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.