კანის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

კანის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

კანის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება კანზე, ხელის ან ფეხის ფრჩხილებზე ინფექციის არსებობის ეჭვის შემთხვევაში. კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერია.


დადებითი შედეგის შემთხვევაში მიღებულ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი ნიშნავს მიზნობრივ ანტიბიოტიკოთერაპიას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კანის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:


  • გამონაყარი კანზე;
  • ჩირქოვანი გამონაყარი;
  • ღია ჭრილობა;
  • დიაბეტური ტერფის წყლულები;
  • ჰერპესული გამონაყარი.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - კანის სინჯში მიკროორგანიზმების ზრდა არ ფიქსირდება ან ფიქსირდება ნორმალური ფლორა.


დადებითი შედეგი - კანის სინჯში გამოვლინდა ბაქტერიული პათოგენის არსებობა. ამ შემთხვევაში ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენა (ანტიბიოგრამა), რაც უზრუნველყოფს მიზნობრივი მკურნალობის ჩატარებას.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კანის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის თვის წინასწარ მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

კანის ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone