საერთო პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (TPSA)

საერთო პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (TPSA)

ფასი: 40 ₾

კვლევის შესახებ

საერთო პროსტატ-სპეციფიური ანტიგენი (tPSA) არის პროტეინი, რომელსაც სინთეზირებს პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ეპითელური უჯრედები – როგორც ნორმალური, ისე პათოლოგიურად შეცვლილი. წინამდებარე ჯირკვალი მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ორგანოა, რომელიც შარდის ბუშტის ქვემოთ მდებარეობს და მონაწილეობს სათესლე სითხის თხევადი კომპონენტის წარმოქმნაში.

PSA-ის უმეტესი ნაწილი სათესლე სითხეში (სემინალურ პლაზმაში) კონცენტრირდება, თუმცა მისი მცირე რაოდენობა სისხლშიც ცირკულირებს. სისხლში PSA-ის დაბალი დონე ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა.

tPSA-ის განსაზღვრა ზომავს სისხლში PSA-ის ორივე ფორმის (თავისუფალი და ცილებთან შეკავშირებული) ჯამურ რაოდენობას. ეს კვლევა ძირითადად გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, აგრეთვე – პროსტატის პათოლოგიების შესაფასებლად და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგისთვის.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ PSA-ის დონის მატება ავტომატურად არ ნიშნავს ონკოლოგიურ დაავადებას – ის შესაძლოა გამოწვეული იყოს არაონკოლოგიური მიზეზებითაც, მაგალითად: პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით ან ანთებითი პროცესებით (პროსტატიტით). შესაბამისად, PSA-ის შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, კლინიკურ სურათთან და სხვა დიაგნოსტიკურ გამოკვლევებთან ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• პროსტატის კიბოს სკრინინგი (ჩვეულებრივ - გარკვეული ასაკიდან, ექიმთან რისკებისა და სარგებლის განხილვის შემდეგ);

• პროსტატის დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობისას: შარდვის გაძნელება ან გახშირება (განსაკუთრებით ღამით), სუსტი შარდის ნაკადი, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, სისხლი შარდში ან სპერმაში;

• მენჯისა და წელის არეში ხანგრძლივი ტკივილის დროს;

• პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების (ადენომის) მონიტორინგი;

• პროსტატის კიბოს მკურნალობის შემდეგ პაციენტების მონიტორინგი - დაავადების შესაძლო რეციდივის გამოსავლენად;

• პროსტატის კიბოს ოჯახური ანამნეზის არსებობისას.

ინტერპრეტაცია

PSA-ს არ აქვს ერთიანი „ნორმის" ან „პათოლოგიის" მკაცრი ზღვარი - ზოგადად, რაც უფრო მაღალია PSA-ის დონე, მით უფრო მაღალია პროსტატის კიბოს ალბათობა. თუმცა, შესაძლებელია მაღალი PSA კიბოს გარეშე, ან დაბალი PSA კიბოს არსებობის ფონზე.

PSA-ის მომატება შესაძლოა აღინიშნოს:

• პროსტატის კიბოს დროს;

• პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს;

• პროსტატის ანთების (პროსტატიტის) დროს;

• შარდსასქესო სისტემის ინფექციის დროს;

• პროსტატაზე მექანიკური ზემოქმედების შემდეგ (მაგ., ციფრული რექტალური გასინჯვა, კათეტერიზაცია, ბოლოდროინდელი ეაკულაცია);

• ასაკის მატებასთან ერთად.

PSA-ის დაბალი ან ნორმის ფარგლებში მყოფი დონე ამცირებს პროსტატის კიბოს ალბათობას, თუმცა სრულად არ გამორიცხავს მას. ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ., პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალო პრეპარატები) იწვევს ცრუ-დაბალ შედეგს.

თუ საერთო PSA მომატებულია, შემდგომი დაზუსტებისთვის ხშირად განისაზღვრება თავისუფალი PSA-ისა და საერთო PSA-ის შეფარდება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - PSA

cancer.gov - PSA

mayocliniclabs.com - PSA

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

Phone