შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)

შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

შარდმჟავა (Uric Acid) არის ადამიანის ორგანიზმში პურინის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტი. მისი სინთეზი ხორციელდება ღვიძლში, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მიღებული საკვების, ისე ორგანიზმის საკუთარი ნუკლეინის მჟავების დაშლის შედეგად. მისი დიდი ნაწილი ფილტრდება და ორგანიზმიდან საბოლოოდ გამოიყოფა თირკმლების მიერ.

შარდმჟავას განსაზღვრა გამოიყენება თირკმლისა და სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• სახსრების ტკივილი, შეშუპება და სიწითლე;

• პოდაგრის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;

• თირკმლის შარდკენჭოვანი დაავადებები;

• თირკმლის ქრონიკული დაავადებები;

• მეტაბოლური სინდრომი და სიმსუქნე;

• შარდმჟავაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება.

ინტერპრეტაცია

შარდმჟავას მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერურიკემია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• თირკმლის პათოლოგიები (მათ შორის შარდკენჭოვანი დაავადება, პოლიკისტოზი, ნეფროპათიები);

• სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგიები (ლეიკემია, ლიმფომა, მიელომა);

• ქიმიოთერაპია და შემდგომი პერიოდი;

• სხვადასხვა ანემიები (ჰემოლიზური, პერნიციოზული და სხვა);

• ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა;

• ინტოქსიკაციები (ტყვია, ბარბიტურატები, ნახშირჟანგი, ამიაკი);

• ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოთირეოზი;

• პოდაგრა;

• ფსორიაზი;

• მეტაბოლური აციდოზი;

• დიაბეტური კეტოაციდოზი;

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• პურინებით მდიდარი კვება;

• ლიპიდური ცვლის დარღვევა (ჰიპერტრიგლიცერიდემია).

შარდმჟავას დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოურიკემია) იშვიათია და შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• იშვიათი მეტაბოლური დარღვევები (აკრომეგალია, ცელიაკია, ჰოჯკინის დაავადება);

• თირკმლების პროქსიმალური მილაკების დაზიანებით მიმდინარე დაავადებები;

• არასრულფასოვანი კვება (დაბალპურინული დიეტა).


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Uric Acid Test

mayocliniclabs.com - Uric Acid, Serum

testing.com - Uric Acid Blood Test

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone