კვლევის შესახებ
Chlamydia trachomatis და Mycoplasma genitalium სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიებია.
Chlamydia trachomatis ქალებში იწვევს მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს, ფალოპის მილების გაუვალობასა და მეორად უნაყოფობას. მამაკაცებში რთულდება ეპიდიდიმიტითა და ურეთრიტით.
Mycoplasma genitalium ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბაქტერიაა, რომელიც პასუხისმგებელია ურეთრიტის, ცერვიციტის, ენდომეტრიტისა და მენჯის ანთებითი დაავადებების განვითარებაზე. ბაქტერია განსაკუთრებულ კლინიკურ მნიშვნელობას იძენს ანტიბიოტიკებისადმი მზარდი რეზისტენტობის გამო.
ინფექცია გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, ასევე ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• პროფილაქტიკური კვლევისას;
• ხშირი შარდვისას;
• შარდვისას წვის შეგრძნებისას;
• ვაგინალური ან შარდსაწვეთის გამონადენის დროს;
• მენჯის ტკივილისას;
• საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
• ნაადრევი მშობიარობის ან ორსულობის შეწყვეტისას;
• უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
• ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი).
ინტერპრეტაცია
Chlamydia trachomatis-ის ან Mycoplasma genitalium-ის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს:
• ურეთრიტი;
• ცისტიტი;
• პროსტატიტი;
• ეპიდიდიმიტი.
Chlamydia trachomatis-ის ან Mycoplasma genitalium-ის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს:
• ცერვიციტი;
• ენდომეტრიტი;
• სალპინგიტი (ფალოპის მილების ანთება);
• მენჯის ანთებითი დაავადება (PID).
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgA);
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgG);
• Ureaplasma urealyticum დნმ-ის აღმოჩენა;
• Mycoplasma hominis დნმ-ის აღმოჩენა;
• Neisseria gonorrhoeae დნმ-ის აღმოჩენა;
• Trichomonas vaginalis დნმ-ის აღმოჩენა;
• Gardnerella vaginalis დნმ-ის აღმოჩენა;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• გამოიყენეთ შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;
• მამაკაცებმა ნაცხის აღებამდე 3 საათის განმავლობაში არ უნდა მოშარდონ.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Chlamydial Infections (STI Treatment Guidelines, 2021)
• cdc.gov - Mycoplasma genitalium (STI Treatment Guidelines, 2021)
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.