კვლევის შესახებ
Neisseria gonorrhoeae იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას გონორეას.
მისი გადაცემა ძირითადად ხდება სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე მშობიარობის დროს
ხშირ შემთხვევაში გონორეა მიმდინარეობს უსიმპტომოდ, განსაკუთრებით ქალებში, რაც ართულებს მის დროულ დიაგნოსტიკას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი ჩივილების დროს:
- ხშირი შარდვა;
- წვა შადვის დროს;
- სახსრების ტკივილი;
- ტემპერატურა;
- ვაგინალური გამოდანი;
- საშვილოსნოს გარე ორსულობა;
- ორსულობის შეწყვეტა;
- ნაადრევი მშობიარობა; • ორსულობის დაგეგმვა (ორივე პარტნიორი);
- უნაყოფობის მიზეზის დადგენა (ქალი და მამაკაცი).
ინტერპრეტაცია
Neisseria gonorrhoeae-ს აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- ცისტიტი
- პროსტატიტი
- ურეთრიტი
- სათესლეების და დანამატების ანთება
Neisseria gonorrhoeae-ს აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება
- ურეთრიტი
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);
- D-დიმერის განსაზღვრა სისხლში (D-dimer);
- ანტითრომბინ III-ის განსაზღვრა სისხლში (AT III);
- პროტეინ C-ის განსაზღვრა სისხლში (Protein C);
- თავისუფალი პროტეინ S-ის განსაზღვრა სისხლში (Free Protein S);
- ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY);
- მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);
- ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM (Anti-Cardiolipin IgM);
- ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgG (Anti-Cardiolipin IgG);
- ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgM (Anti β -2 Glycoprotein IgM);
- ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β -2 Glycoprotein IgG);
- სისხლის საერთო ანალიზი
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვება:
- შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღება:
- ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები
- ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს
- კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი
- მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი
ტესტის მეთოდოლოგია
Neisseria Gonorrhoeae -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.
მასალის ტიპი
- შარდი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
3 დღის
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
კვლევის კატეგორია
მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა