CMV, ციტომეგალოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, რაოდენობრივი ანალიზი

CMV, ციტომეგალოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, რაოდენობრივი ანალიზი

ფასი: 125 ₾

კვლევის შესახებ

ციტომეგალოვირუსი (CMV) დნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ჯგუფს. მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ორსულობისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ციტომეგალოვირუსის განვითარების მთავარ მიზეზებს წარმოადგენს: იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, აივ-ინფექციები, ორგანოების გადანერგვა, ლეიკემია, პრენატალური და პოსტნატალური მდგომარეობა ჩვილებში. ციტომეგალოვირუსით ინფიცირებას, შესაძლოა მოჰყვეს მძიმე გართულებები. ორსულებში განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომებისას:

• სუბფებრილური ტემპერატურისას;

• დაღლილობასა და სისუსტის დროს;

• კუნთების და სახსრების ტკივილის დროს;

• ყელის ტკივილის დროს;

• პნევმონიის დროს;

• ჰეპატიტის დროს;

• ენცეფალიტის დროს;

• კოლიტის დროს;

• რეტინიტის დროს;

• ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);

• უნაყოფობის მიზეზის დადგენისას.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი - ვირუსული ინფექცია

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ციტომეგალოვირუსის CMV, დნმ-ის რაოდენობრივი აღმოჩენა . ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

• პერიფერიული სისხლი • შრატი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cdc.gov - CDC - Cytomegalovirus (CMV) Information

mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - CMV Quantitative PCR

ncbi.nlm.nih.gov - NCBI/StatPearls - Cytomegalovirus Infection

ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone