Enterovirus IgM, სისხლში ELISA მეთოდით (სასწრაფო)

Enterovirus IgM, სისხლში ELISA მეთოდით (სასწრაფო)

ფასი: 44 ₾

კვლევის შესახებ

ენტეროვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Enterovirus IgM) არის სისხლის შრატის სეროლოგიური კვლევა, რომელიც სისხლის შრატში ავლენს ენტეროვირუსების მიმართ წარმოქმნილ M კლასის (IgM) ანტისხეულებს.

ენტეროვირუსები ფართოდ გავრცელებული RNA-ვირუსების ჯგუფია (კოქსაკივირუსები, ექოვირუსები, პოლიოვირუსები და სხვა), რომლებიც განსაკუთრებით აქტიურდებიან ზაფხულსა და შემოდგომაზე. ისინი იწვევენ მსუბუქ, გაციების მსგავს დაავადებებს, ასევე - ვირუსულ (ასეპტიკურ) მენინგიტს, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, ჰერპანგინას, მიოკარდიტს, რესპირაციულ და კუჭ-ნაწლავის ინფექციებს, ხოლო ახალშობილებში - მძიმე, სისტემურ ინფექციებს.

IgM კლასის ანტისხეულები ინფექციის საპასუხოდ პირველად გამომუშავდება და ჩვეულებრივ მიუთითებს მიმდინარე (მწვავე) ენტეროვირუსულ ინფექციაზე.მწვავე ენტეროვირუსული ინფექციის, განსაკუთრებით - ვირუსული მენინგიტის დიაგნოსტიკის ყველაზე მგრძნობიარე და სწრაფი მეთოდია ვირუსის RNA-ის გამოვლენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით ცერებროსპინურ სითხეში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• მწვავე ენტეროვირუსული ინფექციის ეჭვი;

• ვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტის ნიშნები - თავის ტკივილი, ცხელება, კისრის რიგიდულობა, ღებინება;

• გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, განსაკუთრებით - ბავშვებსა და ახალგაზრდებში;

• ეჭვმიტანილი ენტეროვირუსული მიოკარდიტი ან პერიკარდიტი;

• გამონაყარით (ექზანთემით) ან რესპირაციული/კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით მიმდინარე ვირუსული ინფექცია;

• ცოტა ხნის წინ გადატანილი ენტეროვირუსული ინფექციის დადასტურება, როდესაც PCR-ით ვირუსი უკვე აღარ ვლინდება.

ინტერპრეტაცია

IgM ანტისხეულების დადებითი (მომატებული) შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს:

• ახლო პერიოდში გადატანილ ან მიმდინარე (მწვავე) ენტეროვირუსულ ინფექციაზე.

ენტეროვირუსების ტიპებს შორის ანტისხეულების ჯვარედინი რეაქცია ხშირია, ამიტომ დადებითი IgM არ მიუთითებს კონკრეტული ვირუსის ტიპზე. გასათვალისწინებელია, რომ IgM-ის სეროლოგიური კვლევა ნაკლებად მგრძნობიარეა PCR-თან შედარებით და უარყოფითი შედეგი სრულად არ გამორიცხავს ინფექციას.

IgM ანტისხეულების უარყოფითი (ნორმალური) შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს:

• ენტეროვირუსული ინფექციის არარსებობაზე;

• ინფექციის ძალიან ადრეულ ეტაპზე, როდესაც ანტისხეულებს ჯერ არ მოუსწრიათ გამომუშავება (საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის განმეორება).

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს ანალიზის სასწრაფო (CITO) ვარიანტს: სამედიცინო შინაარსი და შედეგების ინტერპრეტაცია სტანდარტული კვლევის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ შესრულების დაჩქარებულ ვადაშია.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

36 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cdc.gov - About Non-Polio Enteroviruses

ncbi.nlm.nih.gov - Enterovirus IgM-EIA in Meningitis (RT-PCR confirmed)

mayocliniclabs.com - Enterovirus, Molecular Detection


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone