კვლევის შესახებ
Gardnerella Vaginalis ბაქტერიული ვაგინოზის ძირითადი გამომწვევი მიზეზს წარმოადგენს.
Gardnerella Vaginalis გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი სიმპტომებისას:
- პროფილაქტიკური კვლევისას;
- დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
- ხშირი შარდვისას;
- შარდვისას წვის დროს;
- შარდის შეუკავებლობისას;
- ვაგინალური გამონადენის დროს;
- საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
- ორსულობის შეწყვეტისას;
- ნაადრევი მშობიარობის დროს;
- უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
- ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);
ინტერპრეტაცია
Gardnerella Vaginalis -ის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- Mycoplasma Genitalium;
- Mycoplasma Hominis;
- Ureaplasma Urealyticum;
- Ureaplasma Parvum;
- Chlamydia Trachomatis;
- Neisseria Gonorrhoea;
- Candida Albicans;
- Trichomona Vaginalis;
- ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა (Bioflor);
- საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი);
- ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდი შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
ქალებში - დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;
მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
- შარდი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო