ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა, რაოდენობრივი ანალიზი

ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა, რაოდენობრივი ანალიზი

ფასი: 120 ₾

კვლევის შესახებ

ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა (რაოდენობრივი ანალიზი) არის მოლეკულური (რეალურ დროში PCR) კვლევა, რომელიც აფასებს ქალის ვაგინალური მიკრობიოტის შემადგენლობასა და ბალანსს.

ჯანმრთელ ორგანიზმში ვაგინალური ფლორის დომინანტურ კომპონენტს წარმოადგენს ლაქტობაცილები (Lactobacillus spp.), რომლებიც ინარჩუნებენ მჟავე გარემოს და აფერხებენ პათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციას. სხვადასხვა ენდოგენური თუ ეგზოგენური ფაქტორის ზემოქმედებით, ეს ბალანსი შესაძლოა დაირღვეს, რაც გამოიხატება ლაქტობაცილების რაოდენობის კლებით და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების (მაგ. Gardnerella vaginalis, Atopobium vaginae და სხვა) ჭარბი ზრდით, რაც იწვევს ვაგინალურ დისბიოზს (მაგ. ბაქტერიულ ვაგინოზს).

აღნიშნული კვლევა ერთ ნიმუშში ერთდროულად განსაზღვრავს ბაქტერიების საერთო რაოდენობას, ლაქტობაცილების ფარდობით წილს და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების კონცენტრაციას, ასევე შესაძლებელია სოკოვანი ფლორის (Candida spp.) და სქესობრივი გზით გადამდები პათოგენების დეტექცია.

რაოდენობრივი მიდგომა საშუალებას იძლევა შეფასდეს არა მხოლოდ მიკროორგანიზმის არსებობა, არამედ მისი წილი საერთო მიკრობულ ლანდშაფტში, რაც კვლევას უფრო ინფორმაციულს და დიაგნოსტიკურად ღირებულს ხდის ტრადიციულ ბაქტერიოსკოპიულ მეთოდთან შედარებით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ვაგინალური დისკომფორტი - გამონადენი, ქავილი, წვა, უსიამოვნო სუნი;

• ბაქტერიული ვაგინოზის ან ვაგინიტის ეჭვი;

• რეციდივირებადი ვაგინალური ინფექციები;

• ორსულობის დაგეგმვა ან ორსულობის მართვა (დისბიოზი ასოცირდება ნაადრევი მშობიარობის რისკთან);

• უშვილობის გამოკვლევა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (IVF) წინ მომზადება;

• გინეკოლოგიური ან ქირურგიული ჩარევის წინ შეფასება;

• ჩატარებული მკურნალობის ეფექტიანობის კონტროლი.

ინტერპრეტაცია

ფლორის ბალანსის დარღვევა (დისბიოზი) ვლინდება, როდესაც:

• ლაქტობაცილების (სასარგებლო ბაქტერიების) წილი დაქვეითებულია;

• პირობით პათოგენური ანაერობული ბაქტერიების (მაგ. Gardnerella vaginalis, Atopobium vaginae) რაოდენობა მომატებულია;

• გამოვლენილია საფუარა სოკოები (Candida) კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით.

ასეთი სურათი დამახასიათებელია ბაქტერიული ვაგინოზის, აერობული ვაგინიტის ან კანდიდოზის (სოკოვანი ინფექციის) დროს.

ნორმალური (დაბალანსებული) ფლორა ვლინდება, როდესაც:

• ლაქტობაცილები ჭარბობს და შეადგენს ფლორის უმეტეს ნაწილს;

• პირობით პათოგენური ბაქტერიების რაოდენობა დაბალია;

• პათოგენური მიკროორგანიზმები არ ვლინდება.

შედეგის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია მიკროორგანიზმთა ერთმანეთთან თანაფარდობაზე და უნდა შეფასდეს კლინიკურ სიმპტომებთან ერთად.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• ნაცხის აღების დროს ‒ ნაცხის აღების წინა დღეს არ შეიძლება ვაგინალური სანთლების, ტაბლეტებისა და მალამოების გამოყენება. რეკომენდებულია სქესობრივი კონტაქტისაგან თავის შეკავება;

• კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული, თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტის დროს გამოყენებული იყო სპერმიციდი ან ლუბრიკანტი;

• ქალებში ‒ დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს.

ტესტის მეთოდოლოგია

ლაქტობაქტერიების და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების დნმ-ის რაოდენობრივი აღმოჩენა ცერვიკალურ და ვაგინალურ ნაცხში. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტური გამოვლენით. საშოდან პათოლოგიური გამონადენი ყველაზე ხშირად გამოწვეულია ბაქტერიული ვაგინოზით , იგივე დისბიოზით, რაც განპირობებულია საშოს ნორმალური მიკროფლორის - ლაქტობაქტერიების და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების თანაფარდობის დარღვევით.

მასალის ტიპი

• ცერვიკალური, ვაგინალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


ncbi.nlm.nih.gov - Vaginal Microbiota Molecular Profiling in Women with Bacterial Vaginosis

ncbi.nlm.nih.gov - Detection of bacterial vaginosis-related organisms by real-time PCR

ncbi.nlm.nih.gov - A New Real-Time PCR Test and Nugent Score for the Diagnosis of Bacterial Vaginosis

ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone