I კლასის ანტისხეულების განსაზღვრა ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ (Class I)

I კლასის ანტისხეულების განსაზღვრა ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ (Class I)

ფასი: 1500 ₾

კვლევის შესახებ

I კლასის ანტისხეულები ლეიკოციტების HLA სისტემის ანტიგენების მიმართ (HLA Class I antibodies) არის სისხლის შრატში HLA I კლასის ანტიგენების (HLA-A, HLA-B და HLA-C) საწინააღმდეგო ანტისხეულების დეტექციის კვლევა.

HLA I კლასის ანტიგენები ექსპრესირდება ორგანიზმის თითქმის ყველა ბირთვიან უჯრედზე და გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქსოვილოვან თავსებადობასა და იმუნურ ამოცნობაში (უჯრედშიდა ანტიგენების წარდგენა T-ლიმფოციტებისთვის). ამ ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულები, როგორც წესი, პროდუცირდება სენსიბილიზაციის პროცესში – ორსულობის, ჰემოტრანსფუზიის ან წინარე ტრანსპლანტაციის შედეგად.

I კლასის HLA ანტისხეულების არსებობა ზრდის ტრანსპლანტაციის შემდგომი ანტისხეულებით განპირობებული უარყოფის (AMR) რისკს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დონორ-რეციპიენტის იმუნოლოგიური თავსებადობის შესაფასებლად. კვლევა ხორციელდება მაღალმგრძნობიარე Luminex მეთოდით, რაც უზრუნველყოფს ანტისხეულების ანტიგენური სპეციფიკურობის ზუსტ იდენტიფიკაციას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ორგანოთა ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინ - იმუნოლოგიური თავსებადობის შესაფასებლად;

• გადანერგვამდე სენსიბილიზაციის ხარისხის დასადგენად;

• დადებითი HLA სკრინინგის შემდეგ ანტისხეულების სპეციფიკურობის დასაზუსტებლად;

• გადანერგვის შემდგომი მონიტორინგისა და de novo ანტისხეულების გამოვლენისთვის;

• გრაფტის უარყოფის ეჭვის შემთხვევაში;

• სისხლის გადასხმის, ორსულობის ან წინა ტრანსპლანტაციის ფონზე სენსიბილიზაციის შესაფასებლად.

ინტერპრეტაცია

I კლასის HLA ანტისხეულების დადებითი (გამოვლენილი) შედეგი მიუთითებს HLA-A, HLA-B ან HLA-C ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე და ასოცირდება:

• გადანერგვის შემდგომი უარყოფის გაზრდილ რისკთან;

• თავსებადი დონორის შერჩევის შეზღუდვასთან (მაღალი სენსიბილიზაცია);

• ჯვარედინი თავსებადობის (crossmatch) დადებითი შედეგის ალბათობასთან.

თუ ანტისხეულები მიმართულია კონკრეტული დონორის ანტიგენების წინააღმდეგ, ისინი კლასიფიცირდება დონორსპეციფიურ ანტისხეულებად (DSA), რასაც განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა აქვს.

უარყოფითი (არ გამოვლენილი) შედეგი მიუთითებს I კლასის HLA ანტისხეულების არარსებობაზე და დაბალ იმუნოლოგიურ რისკთან ასოცირდება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

21 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


ncbi.nlm.nih.gov - Assessment of Anti-HLA-Antibody-Dependent Humoral Response before and after Transplantation

pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Luminex technology for anti-HLA antibody screening

ncbi.nlm.nih.gov - Complement and Non-Complement Binding Anti-HLA Antibodies Detected with Single-Antigen Bead Assays


ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone