Mycoplasma Hominis/Mycoplasma Genitalium დნმ -ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

Mycoplasma Hominis/Mycoplasma Genitalium დნმ -ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

ფასი: 70 ₾

კვლევის შესახებ

Mycoplasma Hominis /Mycoplasma Genitalium - ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას.

მიკოპლაზმები გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი სიმპტომებისას:


  • პროფილაქტიკური კვლევისას;
  • დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
  • ხშირი შარდვისას;
  • შარდვისას წვის დროს;
  • შარდის შეუკავებლობისას;
  • ვაგინალური გამონადენის დროს;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
  • ორსულობის შეწყვეტისას;
  • ნაადრევი მშობიარობის დროს;
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
  • ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);

ინტერპრეტაცია

Ureaplasma Urealyticum-ის ან Ureaplasma Parvum-ის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


• ცისტიტი;

• პროსტატიტი;

• ურეთრიტი;

• სათესლეების და დანამატების ანთება.


Ureaplasma Urealyticum-ის ან Ureaplasma Parvum-ის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


• საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნო დანამატების ანთება;

• ურეთრიტი.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


• შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.


უროგენიტალური ნაცხის აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;

• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი.


მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

ტესტის მეთოდოლოგია

Mycoplasma Hominis /Mycoplasma Genitalium -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone