კვლევის შესახებ
Treponema pallidum სიფილისის გამომწვევი ბაქტერიაა. სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც ოთხ სტადიად ვითარდება: პირველადი, მეორადი, ლატენტური და მესამეული.
ბაქტერია გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, ასევე ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე (თანდაყოლილი სიფილისი).
PCR მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ადრეული სიფილისის (პირველადი და მეორადი) დიაგნოსტიკისთვის, როდესაც სეროლოგიური ტესტები ჯერ კიდევ შეიძლება უარყოფითი იყოს. ასევე გამოიყენება ნეიროსიფილისისა და თანდაყოლილი სიფილისის დიაგნოსტიკაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• გენიტალური წყლულების (შანკრი) დროს;
• კანის გამონაყარის დროს;
• სასქესო ორგანოების ანთების დროს;
• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს;
• ადრეული სიფილისის ეჭვისას, სეროლოგიური ტესტების უარყოფითი შედეგების ფონზე.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - Treponema pallidum-ის დნმ-ის აღმოჩენა, რაც მიუთითებს სიფილისის ინფექციაზე.
სიფილისი შეიძლება გამოვლინდეს:
• პირველადი სიფილისი - შანკრი გენიტალიებზე;
• მეორადი სიფილისი - კანის გამონაყარი, ლიმფადენოპათია;
• ნეიროსიფილისი - ნევროლოგიური სიმპტომები.
უარყოფითი შედეგი სრულად არ გამორიცხავს სიფილისს.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• გამოიყენეთ შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;
• მამაკაცებმა ნაცხის აღებამდე 3 საათის განმავლობაში არ უნდა მოშარდონ.
სისხლის ნიმუშისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - MMWR: CDC Laboratory Recommendations for Syphilis Testing, United States, 2024
• cdc.gov - Syphilis (STI Treatment Guidelines, 2021)
• ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Sensitive detection of Treponema pallidum DNA by nested PCR
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.