Treponema Pallidum დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასასლაში, თვისობრივი ანალიზი, CITO

Treponema Pallidum დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასასლაში, თვისობრივი ანალიზი, CITO

ფასი: 170 ₾

კვლევის შესახებ

Treponema pallidum სიფილისის გამომწვევი ბაქტერიაა. სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც ოთხ სტადიად ვითარდება: პირველადი, მეორადი, ლატენტური და მესამეული.


ბაქტერია გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, ასევე ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე (თანდაყოლილი სიფილისი).


PCR მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ადრეული სიფილისის (პირველადი და მეორადი) დიაგნოსტიკისთვის, როდესაც სეროლოგიური ტესტები ჯერ კიდევ შეიძლება უარყოფითი იყოს.


CITO - დაჩქარებული ანალიზი, შედეგი მზადდება პრიორიტეტული წესით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• გენიტალური წყლულების (შანკრი) დროს;

• კანის გამონაყარის დროს;

• ლიმფური კვანძების გადიდებისას;

• სასქესო ორგანოების ანთების დროს;

• ადრეული სიფილისის ეჭვისას, სეროლოგიური ტესტების უარყოფითი შედეგების ფონზე;

• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი - Treponema pallidum-ის დნმ-ის აღმოჩენა, რაც მიუთითებს სიფილისის ინფექციაზე.


სიფილისი შეიძლება გამოვლინდეს:

• პირველადი სიფილისი - შანკრი გენიტალიებზე;

• მეორადი სიფილისი - კანის გამონაყარი, ლიმფადენოპათია;

• ნეიროსიფილისი - ნევროლოგიური სიმპტომები.


უარყოფითი შედეგი სრულად არ გამორიცხავს სიფილისს.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:


• გამოიყენეთ შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.


უროგენიტალური ნაცხის აღებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:


• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;

• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;

• მამაკაცებმა ნაცხის აღებამდე 3 საათის განმავლობაში არ უნდა მოშარდონ.


სისხლის ნიმუშისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

Treponema Pallidum -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა , უროგენიტალურ ნაცხში, სპერმაში და ლორწოვან გარსში. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით. Treponema Pallidum -ი არის მოძრავი სპიროქეტა, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება მჭიდრო სქესობრივი კონტაქტით და იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას - სიფილისს .

მასალის ტიპი

• უროგენიტალური ნაცხი • შარდი • სისხლი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


cdc.gov - MMWR: CDC Laboratory Recommendations for Syphilis Testing, United States, 2024

cdc.gov - Syphilis (STI Treatment Guidelines, 2021)

ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Sensitive detection of Treponema pallidum DNA by nested PCR


ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone