კვლევის შესახებ
Treponema pallidum სიფილისის გამომწვევი ბაქტერიაა. სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც ოთხ სტადიად ვითარდება: პირველადი, მეორადი, ლატენტური და მესამეული.
ბაქტერია გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, ასევე ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე (თანდაყოლილი სიფილისი).
PCR მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ადრეული სიფილისის (პირველადი და მეორადი) დიაგნოსტიკისთვის, როდესაც სეროლოგიური ტესტები ჯერ კიდევ შეიძლება უარყოფითი იყოს.
CITO - დაჩქარებული ანალიზი, შედეგი მზადდება პრიორიტეტული წესით.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• გენიტალური წყლულების (შანკრი) დროს;
• კანის გამონაყარის დროს;
• ლიმფური კვანძების გადიდებისას;
• სასქესო ორგანოების ანთების დროს;
• ადრეული სიფილისის ეჭვისას, სეროლოგიური ტესტების უარყოფითი შედეგების ფონზე;
• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - Treponema pallidum-ის დნმ-ის აღმოჩენა, რაც მიუთითებს სიფილისის ინფექციაზე.
სიფილისი შეიძლება გამოვლინდეს:
• პირველადი სიფილისი - შანკრი გენიტალიებზე;
• მეორადი სიფილისი - კანის გამონაყარი, ლიმფადენოპათია;
• ნეიროსიფილისი - ნევროლოგიური სიმპტომები.
უარყოფითი შედეგი სრულად არ გამორიცხავს სიფილისს.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• გამოიყენეთ შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;
• მამაკაცებმა ნაცხის აღებამდე 3 საათის განმავლობაში არ უნდა მოშარდონ.
სისხლის ნიმუშისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - MMWR: CDC Laboratory Recommendations for Syphilis Testing, United States, 2024
• cdc.gov - Syphilis (STI Treatment Guidelines, 2021)
• ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Sensitive detection of Treponema pallidum DNA by nested PCR
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.