Ureaplasma urealyticum/Mycoplasma hominis, სასქესო ორგანოებიდან გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

Ureaplasma urealyticum/Mycoplasma hominis, სასქესო ორგანოებიდან გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ფასი: 60 ₾

კვლევის შესახებ

Ureaplasma urealyticum და Mycoplasma hominis წარმოადგენენ განსაკუთრებულ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გვხვდება ადამიანის სასქესო სისტემაში. მათ არ გააჩნიათ უჯრედული კედელი, ამიტომ ისინი მდგრადნი არიან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.


Ureaplasma urealyticum ასოცირდება შემდეგ მდგომარეობებთან:

• არაგონორეული ურეთრიტი მამაკაცებში;

• ბაქტერიული ვაგინოზი, ცერვიციტი და მცირე მენჯის ანთებითი დაავადება ქალებში;

• შესაძლო კავშირი ნაყოფიერების პრობლემებთან.


Mycoplasma hominis ასოცირდება ბაქტერიული ვაგინოზის, ენდომეტრიტის, სალპინგიტის და ურეთრალური სინდრომის განვითარებასთან. გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ანტიბიოტიკოგრამა, ვინაიდან ეს მიკროორგანიზმები ხშირად მდგრადნი არიან გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:


• ქრონიკული ვაგინალური გამონადენი, ქავილი, წვა - სხვა გამომწვევის გამორიცხვის შემდეგ;

• არაგონორეული ურეთრიტი მამაკაცებში (შარდვის გაძნელება, გამონადენი);

• ქრონიკული მცირე მენჯის ანთებითი დაავადება;

• ნაყოფიერების პრობლემები;

• ორსულობის პათოლოგიები (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ინფიცირების ეჭვი).

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - Ureaplasma urealyticum და Mycoplasma hominis ნიმუშში არ გამოვლინდა.


დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა Ureaplasma urealyticum ან Mycoplasma hominis. შედეგის ინტერპრეტაცია ხდება კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;

• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;


• მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

მასალის ტიპი

"ქალები: ენდოცერვიკალური, ვაგინალური ან ენდომეტრიუმის ნაცხი. მამაკაცები: ურეთრის ნაცხი ან დილის პირველი შარდი (პირველი 10–20 მლ) სტერილურ კონტეინერში"

კვლევის შესრულების დრო

2 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone