Ureaplasma Urealyticum/Ureaplasma Parvum დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, CITO

Ureaplasma Urealyticum/Ureaplasma Parvum დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, CITO

ფასი: 150 ₾

კვლევის შესახებ

ურეაპლაზმა (Ureaplasma) ხშირად ადამიანის ნორმალურ მიკროფლორას წარმოადგენს. რიგ შემთხვევებში იზრდება Ureaplasma Urealyticum - ის პოპულაცია, რაც იწვევს შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების განვითარებას. Ureaplasma Parvum ხშირად აღმოჩნდება კლინიკურად ჯანმრთელი ქალების უროგენიტალურ ტრაქტში. ურეაპლაზმა გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი სიმპტომებისას:


  • პროფილაქტიკური კვლევისას;
  • დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
  • ხშირი შარდვისას;
  • შარდვისას წვის დროს;
  • შარდის შეუკავებლობისას;
  • ვაგინალური გამონადენის დროს;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
  • ორსულობის შეწყვეტისას;
  • ნაადრევი მშობიარობის დროს;
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
  • ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);

ინტერპრეტაცია

Ureaplasma Urealyticum-ის ან Ureaplasma Parvum-ის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


• ცისტიტი;

• პროსტატიტი;

• ურეთრიტი;

• სათესლეების და დანამატების ანთება.


Ureaplasma Urealyticum-ის ან Ureaplasma Parvum-ის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


• საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნო დანამატების ანთება;

• ურეთრიტი.გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.


უროგენიტალური ნაცხის აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;

ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;

კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;


მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

ტესტის მეთოდოლოგია

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში. Methodolody: Real-Time PCR. დეტექციის ქვედა ზღვარი: 100 GE/ml. (გენომური ექვცივალენტი/ml) Limit of Detection: 100 GE/Ml.(Genome Equivalents/Ml)

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone