კვლევის შესახებ
ესტროგენი (Estrogen) არის სასქესო ჰორმონი, რომელიც აუცილებელია სექსუალური, რეპროდუქციული და ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ესტროგენის დონე ბუნებრივად მერყეობს მენსტრუალური ციკლის დროს და მცირდება მენოპაუზის პერიოდში. ადამიანის ორგანიზმში გხვდება 3 ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ესტროგენი - ესტრონი (E1), ესტრადიოლი (E2, 17-β ესტრადიოლი) და ესტრიოლი (E3).
ესტრადიოლი (Estradiol) ყველაზე აქტიური ესტროგენი. E2 უპირატესად საკვერცხეებში სინთეზირდება, ხოლო მისი მცირე რაოდენობა წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. ესტროგენები პროგესტერონთან ერთად არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, მონაწილეობენ ქალის სასქესო ორგანოების, მეორადი სასქესო ნიშნების, ნაყოფიერების განვითარებასა და შენარჩუნებაში. ის ასევე გავლენას ახდენს კალციუმის ცვლაზე და მოქმედებს ძვლის მეტაბოლიზმზე. ესტროგენების დაბალი დონის დროს აღინიშნება ძვლის მინერალიზაციის შემცირება, რაც იწვევს მოტეხილობების ადვილად განვითარებას და ოსტეოპოროზს პოსტმენოპაუზურ პერიოდში. ესტრადიოლის კონცენტრაცია იცვლება მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით.
მამაკაცებში აღნიშნული ჰორმონის მცირე რაოდენობა სეკრეტირდება თირკმელზედა ჯირკვლების, სათესლე ჯირკვლებისა და პერიფერიული ქსოვილის მიერ, ანდროგენების გარდაქმნის შემდეგ.
სისხლში E2 განსაზღვრა წარმოადგენს ქალებში რეპროდუქციული ფუნქციის შეფასების განუყოფელ ნაწილს და გამოიყენება უნაყოფობის, ოლიგო-ამენორეის და მენოპაუზის სტატუსის შეფასებისთვის. გარდა ამისა, ის ფართოდ გამოიყენება ოვულაციის ინდუქციის მონიტორინგისთვის, ასევე "ინ ვიტრო" განაყოფიერებისთვის მომზადების დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- უნაყოფობა;
- ოვულაციის მონიტორინგი ("ინ ვიტრო" განაყოფიერება);
- ნაადრევი მენოპაუზა ან პრემენოპაუზის სიმპტომების არსებობა - წამოხურებები, ღამის ოფლიანობა, მე;ნსტრუაციის რეგულარულობის დარღვევა, განწყობის ცვლილებები)
- პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი;
- საკვერცხეების ან ჰიპოფიზის მდგომარეობის შეფასება, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზო გონადური სისტემის დარღვევები;
- ჰორმონოთერაპიის კონტროლი;
- გინეკომასტია, სათესლე ჯირკვლის ან საკვერცხის სიმსივნე;
- თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზია;
- ოსტეოპოროზი.
ინტერპრეტაცია
ესტრადიოლის მაჩვენებელი იზრდება:
- ოვულაციის წინა პერიოდი
- ორსულობა
- პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი
- ესტროგენმწარმოებელი საკვერცის სიმსივნეები
- ჰორმონოთერაპია, კონტრაცეპტივები, ესტროგენული მედიკამენტები
- ღვიძლის დაავადებები
- სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
- ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
ესტრადიოლის მაჩვენებელი იკლებს:
- მენოპაუზა და პრემენოპაუზა
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური დისფუნქცია
- პრემენსტრუალური პერიოდი
- პირველადი და მეორადი ჰიპოგონადიზმი
- ჰიპოპიტუიტარიზმი
- ანტიესტროგენული თერაპია
- ჭარბი ფიზიკური აქტივობა, სტრესი, ანორექსია, დაბალი წონა
- ქირურგიული ოოფორექტომია (საკვერცხეების ოპერაციული ამოღება)
- ქრონიკული დაავადებები - თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ენდოკრინული პათოლოგიები
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- პროგესტერონის განსაზღვრა სისხლში
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში
- მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში
- პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში
- მაკროპროლაქტინის განსაზღვრა სისხლში
- ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება (TSH, FT4, anti TPO)
- ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG ,LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI)
- ფოსფორის განსაზღვრა სისხლში
- კალციუმის განსაზღვრა სისხლში
- D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- არ გჭირდებათ სპეციფიკური მომზადება
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო