ვიტამინი B12, სისხლში

ვიტამინი B12, სისხლში

ფასი: 55 ₾

კვლევის შესახებ

ვიტამინი B12 (კობალამინი) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია ჰემატოპოეზისა (სისხლის წარმოქმნა) და ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია მისი სინთეზი და ის ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება. B12-ით მდიდარია რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, ქათამი, მარცვლეული. ორგანიზმი ძალიან ეკონომიურად იყენებს ვიტამინ B12-ის მარაგს. ვიტამინი B12 ადამიანის ორგანიზმში შემდეგ ფუნქციებს ასრულებს: მონაწილეობს მიელინის გარსების ფორმირებაში, აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისა და ანემიის პრევენციისთვის, მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში, მეტაბოლიზმის პროცესებში და ჰომოცისტეინის ცვლაში. B12 კოფაქტორია ენზიმისთვის, რომელიც ჰომოცისტეინს გარდაქმნის მეთიონინად. B 12-ის დეფიციტისას სისხლში გროვდება ჰომოცისტეინი და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ვიტამინი B12-ის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ შინაგანი ფაქტორის (IF) სეკრეციის ნაკლებობით (გასტრექტომია, კუჭის ატროფია) ან ნაწლავის მალაბსორბციით (ნაწლავის რეზექცია, წვრილი ნაწლავის დაავადებები).

ვიტამინი B12 დეფიციტი ხშირად იწვევს მაკროციტურ ანემიას, გლოსიტს, პერიფერიულ ნეიროპათიას, სისუსტეს, ჰიპერრეფლექსიას, ატაქსიას, პროპრიოცეფციის დაკარგვას, ცუდი კოორდინაციისა და ემოციური ქცევის ცვლილებებს. ეს გამოვლინებები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ კომბინაციაში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

B12 ვიტამინის კვლევა რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:


  • დაღლილობა, სისუსტე, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა;
  • მეგალობლასტური ანემიის დროს;
  • კუნთების სისუსტისა და ხელ-ფეხის დაბუჟებისას;
  • მეხსიერების დაქვეითების, კონცენტრაციის პრობლემებისა და დეპრესიის დროს;
  • ენის ტკივილის ან წვის დროს;
  • ვეგეტარიანული კვებისას;
  • ატროფიული გასტრიტის, ცელიაკიის, კუჭნაწლავის სისტემაზე ქირურგიული ჩარევებისას;
  • ბარიატრიის დროს;
  • ხანდაზმულობის დროს;
  • მედიკამენტოზური თერაპიის (მეტფორმინი, ომეპრაზოლი, ზოგიერთი ანტაციდი)დროს;
  • ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
  • ქრონიკული ანემიისა ან სხვა სისხლის დაავადებების დროს.

ინტერპრეტაცია

B12 ვიტამინის მაჩვენებელი იზრდება:


  • B12-ით მდიდარი საკვები დანამატების და მედიკამენტების მიღების დროს;
  • ლეიკემისა, განსაკუთრებით ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის დროს;
  • პოლიციტემიის და მიელოპროლიფერაციული დაავადებებისას;
  • ღვიძლის დაავადებებისას (ციროზი, ჰეპატიტი, ღვიძლის მეტასტაზები);
  • თირკმლის უკმარისობის დრო.


B12 ვიტამინის მაჩვენებელი მცირდება:


  • ვეგანური/ვეგეტარიანული დიეტისა და ცილოვანი საკვების შეზღუდისას;
  • ატროფიული გასტრიტის დროს;
  • პერნიციოზული ანემიის დროს;
  • ნაწლავის დაავადებების (ცელიაკია, კრონი, ქრონიკული ენტერიტი) დროს;
  • ნაწლავის რეზექციის დროს;
  • ბარიატრიის დროს;
  • მედიკამენტების, მეტფორმინის განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას;
  • ორსულობის, ჰიპოთირეოზის, ძუძუთი კვებისა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული დაავადებები) დროს.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ტესტის მეთოდოლოგია

Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone