თავზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

თავზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

თავ-ზურგ ტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ბაქტერიული მენინგიტის გამოსავლენად. დაავადების გამომწვევი ბაქტერიის იდენტიფიკაციის შემდეგ ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს შესაბამის მკურნალობას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

თავ-ზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგია გამოკვლევა რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:


  • ცხელება;
  • თავის ტკივილი;
  • კისრის კუნთების რბილობა (რიგიდობა);
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ფოტოფობია (სინათლის მიმართ მგრძნობელობა);
  • დაბნეულობა (ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება);
  • გაღიზიანებადობა;
  • ძილიანობის მომატება;
  • კრუნჩხვები;
  • ინსულტი.

ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში:


  • ცხელება;
  • ღებინება;
  • უმადობა;
  • ძილიანობა ან გაღვიძების გაძნელება;
  • ენერგიის დაქვეითება ან სისუსტე;
  • გაღიზიანება;
  • კრუნჩხვები.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნება.


დადებითი შედეგი - სინჯში გამოვლინდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ნიმუშის აღებამდე წინასწარ მომზადება არ არის საჭირო. ნიმუშის აღება ხდება ბამბის ჩხირის გამოყენებით თვალის ან ქუთუთოს ზედაპირიდან.

მასალის ტიპი

თავ ზურგ ტვინის სითხე

კვლევის შესრულების დრო

5 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone