კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA)

კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA)

ფასი: 45 ₾

კვლევის შესახებ

კარცინოემბრიონული ანტიგენი (CEA) არის გლიკოპროტეინი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ემბრიონის ენტოდერმულ ეპითელიუმში. იგი არის სიმსივნური მარკერი, რომელიც მცირე რაოდენობით შეიძლება აღინიშნებოდეს ჯანმრთელ ადამიანებშიც, თუმცა მისი დონის მომატება ხშირად ასოცირდება გარკვეულ ონკოლოგიურ დაავადებებთან (პირველადი კოლორექტალური კიბო, ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა, სარძევე ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ფილტვის, საკვერცხის, პანკრეასის და პროსტატის კიბო). CEA-ს სერიული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს თერაპიის დაწყებამდე თერაპიის შემდგომი კონცენტრაციის შემცირების დასადასტურებლად და შესაძლო რეციდივის შესაფასებლად. CEA-ს კონცენტრაცია მატულობს კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე კვირით ადრე და აქვს ადრეული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა. კიბოს ქსოვილის მოცილებიდან 1-4 თვეში მაჩვენებელი ნორმის ნიშნულამდე ეშვება. შესაძლებელია ნორმალიზების შემდეგ CEA-ის დონის კვლავ ხელახალი მატება, რაც რეციდივის ან მეტასტაზების განვითარების მანიშნებელია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• ონკოლოგიურ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში;

• ონკოლოგიური დაავადებების მიმდინარეობის მონიტორინგისთვის;

• მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად;

• რეციდივის ან მეტასტაზების გამოსარიცხად/დასადასტურებლად;

• კუჭ-ნაწლავის სისტემის ქრონიკული სიმპტომების დროს;

• მაღალი ონკოლოგიური რისკის მქონე პაციენტებში პრევენციის მიზნით.

ინტერპრეტაცია

CEA-ს მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ მდგომარეობებზე:

• კოლორექტალური კიბო;

• ძუძუს კიბო;

• ფილტვის კიბო;

• ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა;

• პანკრეასის კიბო;

• ღვიძლის კიბო;

• საკვერცხის კიბო;

• პროსტატის კიბო;

• სხვადასხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

• პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;

• ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის სხვა სომატური პათოლოგიები (ჰეპატიტი, ციროზი, პანკრეატიტი, კრონის დაავადება, კოლიტი);

• სხვადასხვა ანთებითი პროცესები;

• ტრავმა;

• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;

• თამბაქოს აქტიური მოხმარება.

CEA-ს მაღალი მაჩვენებელი არ ადასტურებს ონკოლოგიურ პათოლოგიას.

CEA-ს ნორმის ფარგლებში მაჩვენებელი არ გამორიცხავს ონკოლოგიურ დაავადებას, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cancer.gov - NCI - Tumor Markers (CEA)

medlineplus.gov - MedlinePlus - CEA Test

mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - Carcinoembryonic Antigen (CEA)

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone