კვლევის შესახებ
CA 19-9 (Carbohydrate Antigen 19-9) არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეპითელიუმში სინთეზირებული გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოადგენს ფართოდ გამოყენებად სიმსივნურ მარკერს. ნორმაში ის მცირე რაოდენობით გვხვდება პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა და ფილტვების ეპითელურ ქსოვილში.
CA 19-9 ძირითადად გამოიყენება პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებისა და რეციდივის მონიტორინგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი დონე მომატებულია პანკრეასის ადენოკარცინომის მქონე პაციენტების დაახლოებით 70-90%-ში, მარკერი არ არის რეკომენდებული როგორც სკრინინგული ტესტი - არასაკმარისი სპეციფიკურობის გამო.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ CA 19-9 არ სინთეზირდება ლიუისის სისხლის ჯგუფით უარყოფით (Lewis a−b−) პირებში - ეს არის მოსახლეობის 5-10%. ამ ჯგუფის პაციენტებში CA 19-9 ვერ იქნება სანდო მარკერი კიბოს პროგრესირების შემთხვევაშიც კი.
CA 19-9-ის დონე შესაძლოა მოიმატოს აგრეთვე სხვა ონკოლოგიური და არაონკოლოგიური პათოლოგიების დროს, რაც ინტერპრეტაციაში სიფრთხილეს მოითხოვს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• პანკრეასის კიბოს ეჭვი (გაურკვეველი ეტიოლოგიის მუცლის ან ზურგის ტკივილი, სიყვითლე, წონის დაკლება);
• ნაღვლოვანი გზებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეების ეჭვი;
• პანკრეასის ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი;
• რეციდივის გამოვლენა ქირურგიული ან ქიმიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ;
• ქოლანგიოცელულარული კარცინომის მონიტორინგი;
• მუკინოზური სიმსივნეების (საკვერცხის, პანკრეასის) მონიტორინგი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების დიფერენციალური დიაგნოსტიკა (CEA-სთან ერთად);
• ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის სიმსივნური ხასიათის დაზიანების შეფასება.
ინტერპრეტაცია
CA 19-9-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ონკოლოგიური დაავადებების დროს:
• პანკრეასის ადენოკარცინომა;
• ნაღვლოვანი გზების სიმსივნეები (ქოლანგიოცელულარული კარცინომა);
• ნაღვლის ბუშტის კიბო;
• კოლორექტული კიბო;
• კუჭის კიბო;
• ღვიძლის სიმსივნეები (ჰეპატოცელულარული კარცინომა);
• საკვერცხის მუკინოზური სიმსივნეები;
• ფილტვის კიბო.
CA 19-9-ის მაჩვენებლის მომატება შესაძლოა გამოვლინდეს აგრეთვე არაონკოლოგიური პათოლოგიების დროს:
• მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
• ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი;
• ქოლანგიტი, ობსტრუქციული სიყვითლე;
• ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი;
• მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი);
• ანთებითი ნაწლავის დაავადებები;
• ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;
• ზოგიერთი გინეკოლოგიური პათოლოგია (ენდომეტრიოზი).
მნიშვნელოვანია, რომ პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტთა 5-10%-ში (Lewis a−b− ჯგუფი) CA 19-9-ის დონე არ მომატდება, ამიტომ ნორმული შედეგი არ გამორიცხავს დაავადებას.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA);
• ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP);
• კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 125;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• პანკრეასული ამილაზას განსაზღვრა სისხლში (P-Amylase);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა);
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ;
• არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - CA 19-9 Blood Test (Pancreatic Cancer)
• medlineplus.gov - Tumor Marker Tests
• cancer.gov - Tumor Markers Fact Sheet
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.