ლეპტოსპირას საწინააღმდეგო IgG/IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში, სწრაფი ტესტი (Leptospira IgG/IgM)

ლეპტოსპირას საწინააღმდეგო IgG/IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში, სწრაფი ტესტი (Leptospira IgG/IgM)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

Leptospira-ს საწინააღმდეგო IgG/IgM ანტისხეულები არის ცილები, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ბაქტერია Leptospira-სთან კონტაქტის საპასუხოდ გამოიმუშავებს.

ლეპტოსპიროზი ზოონოზური (ცხოველებიდან ადამიანზე გადამდები) ბაქტერიული ინფექციაა. ის ვრცელდება ინფიცირებული ცხოველების (ხშირად - მღრღნელების) შარდით დაბინძურებულ წყალთან, ნიადაგთან ან საკვებთან კონტაქტის გზით.

დაავადება შესაძლოა ვლინდებოდეს მსუბუქი სიმპტომებით - ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია (კუნთების ტკივილი) - მაგრამ მძიმე შემთხვევებში იწვევს ღვიძლისა და თირკმლის დაზიანებას.

ეს არის ტესტი, რომელიც ერთდროულად ამოწმებს ორი ტიპის ანტისხეულს. IgM ანტისხეულები, როგორც წესი, ჩნდება ინფექციის ადრეულ ეტაპზე და მიუთითებს მწვავე ინფიცირებაზე. IgG ანტისხეულები ვითარდება უფრო გვიან და შესაძლოა მიუთითებდეს გადატანილ ინფექციაზე ან ლეპტოსპირასთან წინა კონტაქტზე.

ანტისხეულების შედეგი ფასდება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებთან, ინფიცირების შესაძლო ვადებსა და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ლეპტოსპიროზის ეჭვი - ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების (განსაკუთრებით წვივის) ტკივილი, შემცივნება;

• დაავადების მძიმე ფორმის ნიშნები - სიყვითლე, თირკმლის ფუნქციის გაუარესება;

• ინფიცირებული ცხოველების შარდით დაბინძურებულ წყალთან ან ნიადაგთან კონტაქტი (მაგ. წყალდიდობის, წყალში მუშაობის, ბანაობის შემდეგ);

• პროფესიული რისკი (სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია, კანალიზაციის სისტემებთან მუშაობა);

• ცხელებითა და გრიპისმაგვარი სიმპტომებით მიმდინარე დაავადების დიფერენციალური დიაგნოსტიკა ენდემურ რეგიონებში;

• ექიმის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში.

ინტერპრეტაცია

ლეპტოსპირას საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:

• დადებითი IgM მიუთითებს ლეპტოსპიროზის ახლად მოხდენილ ან მიმდინარე ინფექციაზე.

IgG ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:

• დადებითი IgG, როგორც წესი, მიუთითებს ლეპტოსპირასთან წინა შეხებაზე ან გადატანილ ინფექციაზე.

ანტისხეულების უარყოფითი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:

• ინფექციის ადრეულ ეტაპზე ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს სეროკონვერსირებული - უარყოფითი შედეგი მთლიანად არ გამორიცხავს ლეპტოსპიროზს, განსაკუთრებით დაავადების საწყის ეტაპზე.

შედეგის ინტერპრეტაციის თავისებურებები:

• IgM ანტისხეულები ლეპტოსპიროზის შემდეგ შესაძლოა ხანგრძლივად - თვეების განმავლობაში - დარჩეს, ამიტომ დადებითი IgM ყოველთვის არ ნიშნავს მწვავე ინფექციას;

• დიაგნოსტიკური ეჭვის შენარჩუნებისას რეკომენდებულია პარალელური სეროლოგიური კვლევა 1-2 კვირის ინტერვალით ან დადასტურება უფრო სპეციფიკური მეთოდით;

• დადებითი სწრაფი ტესტი, როგორც წესი, საჭიროებს დადასტურებას რეფერენტული ლაბორატორიული მეთოდით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

2 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone