ნახველის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)

ნახველის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლაბორატორიულ კვლევას, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული და სოკოვანი წარმოშობის სასუნთქი გზების ინფექციების დიაგნოსტიკისთვის. კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი და განისაზღვროს მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც უზრუნველყოფს ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობის შერჩევას.

ბაქტერიოლოგიური კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პნევმონიის, ბრონქიტის, ტუბერკულოზზე საეჭვო, ცისტური ფიბროზის, ასევე ხანგრძლივად მიმდინარე ან განმეორებადი სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში.


ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

  • ადგენს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ან სოკოს;
  • საშუალებას იძლევა ჩატარდეს ანტიბიოტიკოგრამა, რაც ამცირებს არაეფექტური ანტიბიოტიკოთერაპიის რისკს;
  • ეხმარება ექიმს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში;
  • გამოიყენება მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა რეკომენდებულია პნევმონიის, ფილტვების ან სასუნთქი გზების სხვა სერიოზული ინფექციების სიმპტომების არსებობისას, მათ შორის:


  • ხველა, რომელიც თან ახლავს დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფას;
  • ცხელება და შემცივნება;
  • ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის ან ხველის დროს;
  • საერთო სისუსტე და დაღლილობა;
  • ცისტური ფიბროზი ან მისი გართულებების ეჭვი.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნება, რაც მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არარსებობაზე კვლევის ჩატარების მომენტში.


დადებითი შედეგი - ნახველის ნიმუშში გამოვლინდა სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. იდენტიფიცირებულ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს ეხმარება ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობის შერჩევაში.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • ნახველი შეაგროვეთ დილით, გაღვიძებისთანავე;
  • ნახველის რაოდენობის გასაზრდელად, კვლევამდე წინა ღამეს რეკომენდებულია ჩვეულებრივზე მეტი სითხის მიღება;
  • ტესტის ჩატარებამდე არ მიირთვათ საკვები და არ დალიოთ წყალი მინიმუმ 2 საათის განმავლობაში;
  • ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ტესტის აღებამდე შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების დროებით შეწყვეტა, რადგან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ კვლევის შედეგებზე.

მასალის ტიპი

ნახველი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone