ორსულობასთან ასოცირებული სისხლის პლაზმის A პროტეინი (PAPP-A)

ორსულობასთან ასოცირებული სისხლის პლაზმის A პროტეინი (PAPP-A)

ფასი: 95 ₾

კვლევის შესახებ

ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის A ცილა (Pregnancy-Associated Plasma Protein A, PAPP-A) არის ცილა, რომელსაც პლაცენტა გამოიმუშავებს ორსულობის დროს.

PAPP-A-ის კონცენტრაცია სისხლში ორსულობის ადრეულ ეტაპზე სწრაფად იმატებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პლაცენტის ფუნქციის შესახებ.

PAPP-A ძირითადად გამოიყენება ორსულობის პირველი ტრიმესტრის სკრინინგის (კომბინირებული სკრინინგის) ფარგლებში - ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების, განსაკუთრებით დაუნის სინდრომის (ტრიზომია 21), რისკის შესაფასებლად. ამ სკრინინგში PAPP-A ფასდება თავისუფალ ბეტა-ქორიონულ გონადოტროპინთან (free β-hCG) და ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქის ულტრაბგერით გაზომვასთან ერთად.

გარდა ქრომოსომული რისკისა, პირველი ტრიმესტრის დაბალი PAPP-A ასევე ასოცირდება ორსულობის გართულებების - პრეეკლამფსიის, ნაყოფის ზრდის შეფერხებისა და ნაადრევი მშობიარობის - მომატებულ რისკთან.

PAPP-A-ის შედეგი ცალკე არ ადგენს დიაგნოზს - ის რისკის შემფასებელი მაჩვენებელია და ფასდება მხოლოდ სკრინინგის სხვა კომპონენტებთან ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ორსულობის პირველი ტრიმესტრის კომბინირებული სკრინინგი (ჩვეულებრივ - მე-11-დან მე-14 კვირამდე);

• ნაყოფის ქრომოსომული დარღვევების (განსაკუთრებით დაუნის სინდრომის) რისკის შეფასება;

• ორსულობის გართულებების - პრეეკლამფსიის, ნაყოფის ზრდის შეფერხების, ნაადრევი მშობიარობის - რისკის დამხმარე შეფასება;

• ორსულობის მონიტორინგი მაღალი რისკის ჯგუფში;

• ექიმის შეფასებით, პრენატალური დიაგნოსტიკის გეგმის ფარგლებში.

ინტერპრეტაცია

ორსულობის ასოცირებული პლაზმური ცილა-A-ს (PAPP-A) დაბალი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:

• ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების (მათ შორის - დაუნის სინდრომის) მომატებული რისკი;

• პრეეკლამფსიის განვითარების მომატებული რისკი;

• ნაყოფის ზრდის შეფერხებისა და მცირე წონის ნაყოფის (SGA) მომატებული რისკი;

• ნაადრევი მშობიარობის მომატებული რისკი;

• ორსულობის თვითნებური შეწყვეტის მომატებული ალბათობა.

PAPP-A-ის მაღალი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:

• მაღალი PAPP-A, როგორც წესი, არ ასოცირდება ნაყოფისთვის საფრთხესთან;

• ზოგიერთი მონაცემით, ძალიან მაღალი დონე ასოცირდება ნაყოფის მაკროსომიასთან.

შედეგის ინტერპრეტაციის თავისებურებები:

• PAPP-A ფასდება მედიანის ჯერადობის (MoM) ერთეულებში, რაც ითვალისწინებს ორსულობის გესტაციურ ვადასა და სხვა ინდივიდუალურ ფაქტორებს;

• დაბალი PAPP-A თავისთავად დიაგნოზს არ ნიშნავს - ის მხოლოდ მიუთითებს ორსულობის უფრო ფრთხილი მონიტორინგის საჭიროებაზე;

• რისკის საბოლოო შეფასებისთვის ყოველთვის გამოიყენება სკრინინგის ყველა კომპონენტი (ბიოქიმიური და ულტრაბგერითი) ერთობლივად.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო;

• კვლევა ტარდება ორსულობის 11,12,13 კვირაზე.

ტესტის მეთოდოლოგია

ქემილუმინესცენტური მეთოდი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

7 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone