კვლევის შესახებ
ესტროგენი არის სასქესო ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ესტროგენის დონე ბუნებრივად მერყეობს მენსტრუალური ციკლის დროს და მცირდება მენოპაუზის პერიოდში. ადამიანის ორგანიზმში ძირითადი გხვდება 3 ბიოლოგიურად აქტიური ესტროგენი - ესტრონი (E1), ესტრადიოლი (E2, 17-β ესტრადიოლი) და ესტრიოლი (E3).
ესტრიოლი (E3) ერთ-ერთი ესტროგენია, რომელის კონცენტრაციაც განსაკუთრებულად იზრდება ორსულობის დროს და ხდება დომინანტური ესტროგენი. ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატს (DHEAS), რომელიც პლაცენტაში გარდაიქმნება E3-ად და დიფუზირდება დედის სისხლის მიმოქცევაში. E3 დონე იზრდება მთელი ორსულობის განმავლობაში, პიკს აღწევს მშობიარობის ვადაზე. ესტრიოლის დონეს საზღვრავენ ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების გამოსარიცხად (სამმაგი ტესტი - AFP, BHCG-სთან ერთად).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
- ორსულობის დროს ფეტალური (პრენატალური) განვითარების შეფასებისთვის - სამმაგი ტესტი (სკრინინგული) - AFP, E3, β HCG
- არაორსულ პაციენტებში კვლევა იშვიათად ინიშნება. ძირითადად ინიშნება ჰორმონალური დისბალანსის, რეპროდუქციული დისფუნქციის, მენოპაუზის და პრემენოპაუზის შეფასებისას
- ჰორმონალური თერაპია
ინტერპრეტაცია
ესტრიოლის მაჩვენებელი იკლებს:
- ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგია (დაუნის, ედვარდსის, პატაუს სინდრომი), განვითარების შეფერხება (ნაყოფის ანენცეფალია), თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია ან ფეტოპლაცენტარული დარღვევები: ორსულობის შეწყვეტის ან ნაადრევი მშობიარეობის საფრთხე, დაგვიანებული მშობიარობა, ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოპლაზია, საშვილოსნოსშიდა ინფექციები, დედის მიერ გლუკოკორტიკო- და ანტიბიოტიკოთერაპია.
ესტრადილის მაჩვენებელი იმატებს:
- მრავალნაყოფიანი ორსულობა
- დიდი ნაყოფი
- ფეტოპლაცენტარული უკმარისობის საწყისი ეტაპი
- ღვიძლის დაავადებები ( E3-ის კონიუგაციის შემცირება).
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- პროგესტერონის განსაზღვრა სისხლში
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში
- მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში
- პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში
- ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება (TSH, FT4, anti TPO)
- ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG ,LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI)
- კარიოტიპირება
- NIPT Panorama 1 - არაინვაზიური პრენატალური ტესტი, სკრინინგი (Down syndrome, Edwards syndrome, Patau syndrome, MonosomyX (Turner syndrome),Triploidy)
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- არ გჭირდებათ სპეციფიკური მომზადება
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო