პაპ ტესტი - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა

პაპ ტესტი - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

პაპ ტესტი (Pap test, Papanicolaou test, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია) არის საშვილოსნოს ყელის (ცერვიქსის) კიბოს სკრინინგული კვლევა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედები ნაცხის სახით ედება მინაზე და მიკროსკოპით სწავლდება. ეს არის კიბოს პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი.

ტესტი ეძებს ცვლილებებს (დისპლაზიას) - უჯრედებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის კიბო, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გადაიქცეს ავთვისებიან უჯრედებად. ამ ცვლილებების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბო. ცვლილებების მთავარი მიზეზია ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირება.

გარდა ცვლილებებისა, პაპ ტესტმა შესაძლოა გამოავლინოს ანთებითი პროცესები ან ინფექციები. შედეგი ფასდება Bethesda-ს სისტემის მიხედვით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი (ჩვეულებრივ 21 წლის ასაკიდან);

• ცვლილებების (დისპლაზიის) ადრეული გამოვლენა;

• HPV-ინფექციის ან წინა პათოლოგიური შედეგის შემდგომი მონიტორინგი;

• გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გასინჯვა;

• პათოლოგიური გამონადენის, სისხლდენის ან ანთებითი ცვლილებების შეფასება;

• HPV-ტესტთან ერთად ერთობლივი კვლევა (cotesting);

• იმუნოსუპრესიის ფონზე გახშირებული მონიტორინგი.

ინტერპრეტაცია

პაპ-ტესტის (პაპანიკოლაუს ტესტის) შედეგი ფასდება Bethesda-ს სისტემით და არის თვისობრივი (აღწერითი), რეფერენტული რიცხვითი ნორმების გარეშე.

ნორმა (NILM – უარყოფითი ინტრაეპითელური დაზიანების ან ნეოპლაზიური პროცესის მიმართ): ატიპიური ან ავთვისებიანი უჯრედები არ ვლინდება. შესაძლოა აღწერილ იქნეს კეთილთვისებიანი, რეაქტიული ან ანთებითი ცვლილებები.

პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს:

• ASC-US – გაურკვეველი მნიშვნელობის ატიპიური ბრტყელი უჯრედები;

• ASC-H – ატიპიური ბრტყელი უჯრედები, მაღალი ხარისხის დაზიანების გამორიცხვის გარეშე;

• LSIL – დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება;

• HSIL – მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება;

• AGC – ატიპიური ჯირკვლოვანი უჯრედები;

• ავთვისებიანი (ონკოლოგიური) უჯრედები (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ან ადენოკარცინომა).

ზოგჯერ შედეგი შესაძლოა იყოს „არაინფორმაციული“ – ამ შემთხვევაში კვლევის განმეორებაა საჭირო. პათოლოგიური შედეგი საბოლოო დიაგნოზი არ არის და მოითხოვს დამატებით კვლევებსა და კლინიცისტის შეფასებას.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) დნმ-ის განსაზღვრა;

პაპ ტესტი - საშვილოსნოს ყელის სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია (LBC);

• საშვილოსნოს ყელის ბიოფსიის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;

ციტოლოგიური გამოკვლევა;

უჯრედული ბლოკის ტექნოლოგია.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევა არ ტარდება მენსტრუაციის დროს (სასურველია მენსტრუაციის დასრულებიდან მინიმუმ 5 დღის შემდეგ);

• კვლევამდე 24-48 საათით ადრე თავი შეიკავეთ ვაგინალური სანთლების, კრემების, სპრინცევისა და სქესობრივი კავშირისგან;

• აცნობეთ ექიმს ორსულობის, მიმდინარე ანთებითი პროცესის ან მკურნალობის შესახებ;

• კვლევა ტარდება გინეკოლოგიური გასინჯვის დროს.

ტესტის მეთოდოლოგია

ციტოლოგიური მეთოდი

მასალის ტიპი

ციტოლოგიური მასალა ანაბეჭდი ნაცხის სახით სასაგნე მინაზე

კვლევის შესრულების დრო

1 სამუშაო დღე

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Pap Smear

aafp.org - The 2001 Bethesda System Terminology

ncbi.nlm.nih.gov - Atypical Squamous Cells (ASC-US)

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

სოფიო თოფურიძე - ციტოლოგი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ციტოლოგია
Phone