კვლევის შესახებ
პირის ღრუს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება პირის ღრუში ბაქტერიული პათოგენების იდენტიფიკაციისთვის. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.
პირის ღრუს ნაცხის კვლევა რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევების დროს:
- კბილებზე წარმოქმნილი ინფექცია;
- პროთეზებზე წარმოქმნილი ინფექცია;
- ღრძილების ან სხვა რბილი ქსოვილების ბაქტერიული ანთება;
- ქრონიკული პერიოდონტიტი;
- პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ანტიბიოტიკოთერაპია კონკრეტული პათოგენების იდენტიფიკაციისთვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
პირის ღრუს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება:
- თეთრი ნადები; • გაწითლებული და შეშუპებული ლორწოვანი უბნები;
- პირის ღრუს წყლული.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნება.
დადებითი შედეგი - პირის ღრუს სინჯში გამოვლინდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ;
- ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ;
- არ ჩაიტაროთ ჰიგიენური პროცედურები (არ გამოიხეხოთ კბილები);
- აიღეთ სინჯი უზმოდ ან საკვების, წყლის მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.
მასალის ტიპი
პირის ღრუს ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
3 დღის
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
კვლევის კატეგორია
ბაქტერიოლოგია