კვლევის შესახებ
პირის ღრუს ჭრილობის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება პირის ღრუს, კბილების, ყბა-სახის ან ყელ-ხახის ინფიცირებული ჭრილობებიდან, ფლეგმონებიდან ან აბსცესებიდან ბაქტერიული ინფექციის გამომწვევის იდენტიფიცირებისთვის.
პირის ღრუს ინფექციები ჩვეულებრივ პოლიმიკრობულია - აერობული და ანაერობული ბაქტერიების ნარევი. ყველაზე ხშირი გამომწვევებია:
• Streptococcus spp. (viridans ჯგუფი) - ყველაზე ხშირი აერობი;
• ანაერობული ბაქტერიები: Fusobacterium spp., Prevotella spp., Peptostreptococcus spp., Actinomyces spp.;
• სტომატოგენური ინფექციებისთვის დამახასიათებელი: Streptococcus mutans, Streptococcus sanguis.
ოდონტოგენური ინფექციები (კბილებიდან გამომდინარე) შეიძლება გავრცელდეს სიღრმისეულ სივრცეებში (sublingual, submandibular, parapharyngeal) და გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები, მათ შორის Ludwig-ის ანგინა, მედიასტინიტი და სეფსისი.
ბაქტერიოლოგიური კვლევა და ანტიბიოტიკოგრამა ეფექტური მკურნალობისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ოდონტოგენური (კბილებიდან გამომდინარე) ფლეგმონები ან აბსცესები;
• Ludwig-ის ანგინა (ყბის ქვეშა და ენის ძირის სიღრმისეული ინფექცია);
• პირის ღრუს პოსტოპერაციული ინფექციები;
• ყბა-სახის ტრავმული ჭრილობების ინფიცირება;
• ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხის არარსებობა.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა ბაქტერია ან ბაქტერიების ნარევი. პირის ღრუს ინფექციები ხშირად პოლიმიკრობულია, ამიტომ ანტიბიოტიკოგრამა ეხმარება ექიმს ისეთი ანტიბიოტიკის შერჩევაში, რომელიც ყველა გამოვლენილ პათოგენს მოიცავს.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
მასალის აღება ხდება ცხვირის ორივე ღრუს ლორწოვანიდან ერთი ტამპონით, სპეციალური პროტოკოლის მიხედვით.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი