კვლევის შესახებ
პლევრის ღრუს სითხის ანაერობული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება ანაერობული ბაქტერიების გამოსავლენად, რომლებიც ხშირად შედიან პლევრის ინფექციის გამომწვევ პოლიმიკრობულ ფლორაში. ანაერობული ბაქტერიები გამოვლენილ პათოგენებს შორის 15%-მდე შეადგენენ.
პლევრის ღრუს ინფექციების ყველაზე ხშირი ანაერობული გამომწვევებია:
• Fusobacterium nucleatum;
• Prevotella melaninogenica;
• Peptostreptococcus spp.;
• Bacteroides fragilis ჯგუფი.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ასპირაციული პნევმონია ან ემპიემა;
• ყრუ სუნის მქონე ჩირქი პლევრის ღრუში;
• აერობული კულტივირების უარყოფითი შედეგი კლინიკურად დადასტურებული ემპიემის შემთხვევაში;
• ოდონტოგენური ინფექციის გავრცელება პლევრის ღრუში;
• ქირურგიული ჩარევა ანაერობული ემპიემის ეჭვით.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - ანაერობული ბაქტერიების ზრდა პლევრის სითხის ნიმუშში არ გამოვლინდა.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა ანაერობული ბაქტერია. ანაერობული ემპიემის მკურნალობა მოითხოვს ანაერობების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებს, ანტიბიოტიკოგრამის შედეგების შესაბამისად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ნიმუში (პლევრის სითხე) აღება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ულტრაბგერული კონტროლის ქვეშ ჩატარებული თორაცენტეზის პროცედურის ფარგლებში.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი (სამედიცინო გუნდი) - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა (სამედიცინო გუნდი) - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე (მმართველი გუნდი) - კომერციული დირექტორი