პლევრის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

პლევრის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

პლევრის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ხდება პლევრის ინფექციის (ემპიემა, ჩირქოვანი პლევრიტი) გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიციკაციისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის. პლევრის ღრუს ინფექციები ყველაზე ხშირად პნევმონიის გართულებაა.

პლევრის ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:

• Streptococcus milleri/anginosus ჯგუფი;

• Streptococcus pneumoniae;

• Staphylococcus aureus;

• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Klebsiella pneumoniae, Escherichia coli;

• ანაერობული ბაქტერიები: Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

• პნევმონია პლევრის გამონაჟონით - ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხის არარსებობა;

• პლევრის ღრუში ჩირქის ან ბინდოვანი სითხის გამოვლენა;

• ცხელება და გულმკერდის ტკივილი გამონაჟონის ფონზე;

• სეფსისი ან სეფტიური შოკი პლევრის გამონაჟონის ფონზე.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა.

დადებითი შედეგი - პლევრის სითხის ნიმუშში გამოვლინდა ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ნიმუში (პლევრის სითხე) აღება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ულტრაბგერული კონტროლის ქვეშ ჩატარებული თორაცენტეზის პროცედურის ფარგლებში.

მასალის ტიპი

პლევრის სითხე

კვლევის შესრულების დრო

5 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone