სპერმის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)

სპერმის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება სპერმაში არსებული მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით,ბაქტერიების, გამოსავლენად. ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი საშუალებას იძლევა დადგინდეს ინფექციის გამომწვევი აგენტი და მისი აქტივობა.


გამოყოფილ კულტურაზე ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა) უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტურობის მაქსიმიზაციას. ექიმი შედეგების მიხედვით შეარჩევს თერაპიის სტრატეგიას, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკი.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა რეკომენდირებულია, როდესაც პაციენტს აღენიშნება სასქესო ტრაქტის ინფექციის სიმპტომები ან არსებობს რეპროდუქციული პრობლემები:


  • ანთება ან ტკივილი სასქესო ორგანოების არეში;
  • მტკივნეული ეაკულაცია;
  • სასქესო სითხის უჩვეულო ფერი ან უსიამოვნო სუნი;
  • სისხლის არსებობა სპერმაში;
  • ტკივილი ან წვა შარდვის დროს;
  • სპერმის ანალიზის პათოლოგიური შედეგები;
  • ნაყოფიერების პრობლემები, რადგან რეპროდუქციული სისტემის ინფექციები შეიძლება გავლენა მოახდინონ სპერმის ხარისხზე ან გამოიწვიონ სათესლე მილების ობსტრუქცია.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - სპერმის ნიმუშში დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბაქტერიული ინფექცია ნიმუშის აღების მომენტში არ არის შესამჩნევი.


დადებითი შედეგი - სპერმის ნიმუშში გამოვლინდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობა, თავიდან აიცილოს არაეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია და დაიცვას სპერმის ხარისხი.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • ნიმუშის აღებამდე 2-5 დღით თავი უნდა შეიკავოთ ეაკულაციისგან.
  • სპერმის აღება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციისა და კონსულტაციის შემდეგ, რათა მიღებული ნიმუში იყოს ვალიდური და მკურნალობის ან ნაყოფიერების შეფასებისთვის გამოყენებადი.

მასალის ტიპი

სპერმა

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone